სიცილია ხმელთაშუაზღვის აუზში უდიდესი კუნძულია და მოგზაურებს ლამაზ ქალაქებს, ანტიკურ ნანგრევებს, შთამბეჭდავ ხედებს და გემრიელ საჭმელებს სთავაზობს. 1 კვირაში შეუძლებელია ამოვწუროთ ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც მას შეუძლია, თუმცა ჩვენ ხელსაყრელ გეგმას გთავაზობთ, რათა ამ ადგილიდან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

გამოიკვლიეთ პალერმო

სიცილიის დედაქალაქი პალერმო იდეალური ადგილია კუნძულის ეკლექტიკური კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად, რომელიც ნორმანდიულ, არაბულ, გოთიკურ და ნეოკლასიკურ სტილს აირეკლავს. პალერმოს კათედრალი 1184 წელს ააგეს და ის მრავალი წლის მანძილზე ბევრი შემოტევის შედეგად ადაპტირდა. აუცილებლად ესტუმრეთ აქაურ ბაზარს და გასინჯეთ ტრადიციული ხემსები.

დალაშქრეთ ზინგაროს ბუნებრივი წყალსაცავი

პალერმოს სანაპიროდან ზინგაროს ბუნებრივ წყალსაცავს მიადგებით, პირველ დაცულ ტერიტორიას სიცილიაზე. ეს ერთ დღიანი ტურისთვის საკმაოდ კომფორტული გამოცდილებაა. დალაშქრეთ კლდეები და მოინახულეთ ველური სამყაროს იშვიათი სახეობები. თუ გზას სან ვიტო ლო კაპომდე განაგრძობთ, ულამაზეს თეთრი ქვიშის სანაპიროს იხილავთ, საუკეთესო რელაქსაციისთვის.

გაისეირნეთ საყდრების ველზე

სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, აგრიგენტოს სიახლოვეს, საყდრების ველია, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაში შედის. საყდრები ჩვ.წ-მდე მე-5/მე-6 საუკუნით თარიღდება. ეს ანტიკური ბერძნული არქიტექტურის დიდებული ნიმუშია. ყველაზე ისტორიული კონკორდიას საყდარია, რომელიც ათენის პართენონს წააგავს.

დაათვალიერეთ კუნძულები

სიცილია კუნძულია რამდენიმე კუნძულით. აეოლის არქიპელაგი, სადაც მილაცოდან მოხვდებით, ტირენეის ზღვის ვულკანურ კუნძულებს მოიცავს. აქ მშვენიერი რესტორნები დაგხვდებათ. თუ ღამის ცხოვრების მოყვარული ხართ, კლუბებიც გიმასპინძლებენ. ადით სტრომბოლის ვულკანთან, სადაც ტალახის აბაზანებს შემოგთავაზებენ ან უყურეთ მზის ჩასვლას პოლარას სანაპიროზე სალინაში.

გადადით ტაორმინადან კასტელმოლაზე

ატმოსფერული მთიანი ქალაქი ტაორმინა რიყის ქუჩებით, შუასაუკუნოვანი ნაგებობებით და ანტიკური ბერძნულ-რომაული ამფითეატრით მოგხიბლავთ. ეს შთამბეჭდავი ამფითეატრი დღესდღეობით კონცერტებისთვის გამოიყენება, ამიტომაც კარგი იქნება თუ შეამოწმებთ მორიგი შოუების განრიგებს. ეტნას მთების და იონიის ზღვის ხედები აქედან ნამდვილად საოცარია, დაასაჩუქრეთ თქვენი თავი და დააგემოვნეთ სიცილიური ლუდი მთის გადმოსახედზე.

ეწვიეთ ეტნას მთას

ეტნას მთა ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანია. საბედნიეროდ, აქ ლაშქრობა უსაფრთხოა და საკმაოდ ბევრი ბილიკი დაგხვდებათ. კრატერზე მოსახვედრად გიდის ტურს უნდა შეუერთდეთ და მათთან ერთად ახვიდეთ ზღვის დონიდან 3300 მეტრზე. ან დატკბით ბენანტის ვენახებით და გზად Tenuta delle Terre Nere მოინახულეთ.

დატკბით კატანიის არქიტექტურით

ეტნას ქვეშ მდებარე კატანია მოგზაურების საყვარელი ადგილია, მდიდარი ნორმანდიული და ბაროკოს არქიტექტურით. ის იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა არეალში შედის. კატანიას კათედრალი, ბენედიქტის მონასტერი და ურსინოს ციხესიმაგრე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებია. კატანიაში მხიარული ღამის ცხოვრებაც ჩქეფს. გაუყევით პიაცა დელ დუომოს ქუჩებს საუკეთესო ბარებისა და კლუბებისთვის. აქაური თევზის ბაზარი იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბაზრად ითვლება.

შეიტყვეთ მეტი სირაკუზას ანტიკური ისტორიის შესახებ

კორინთელების მიერ აღმოჩენილი სირაკუზა კუნძულის პირველი უდიდესი კოლონია იყო და უძველესი ბერძნული სიცილიის მთავარი ქალაქი გახდა. მემკვიდრეობა დღესაც შესამჩნევია, განსაკუთრებით ნეაპოლის არქეოლოგიურ პარკში. ის მოიცავს ბერძნულ თეატრს და რომაულ ამფითეატრს, ასევე დიონისეს ყურს – გამოქვაბულს, რომელიც გასაოცარი აკუსტიკური ეფექტებითაა ცნობილი. გაისეირნეთ უმბერტინოს ხიდზე ძველ ქალაქში, ასევე, ორტიგიას კუნძულზე და წვრილი საფეხმავლო გზებით მომნუსხავ ატმოსფეროში ჩაიძირებით.