აღმოსავლეთი დასავლეთს სტამბოლში დიდი ხანია რაც შეხვდა. გათანამედროვებული ანტიკური ქალაქი ევროპისა და აზიის გაერთიანებულ ატმოსფეროში გამყოფებთ და აქ თავს თითქოს ამაღლებულად გრძნობთ. ჩვენ თურქეთის გამორჩეულ ქალაქში ერთ დღეს საუკეთესოდ დაგიგემავთ.
დილა
მიაშურეთ ორტაკოის მეჩეთს (Ortaköy Mosque) ბოსფორის ხიდზე და ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. სანაპიროზე ჩასეირნებისას შეჩერდით რომელიმე კაფესთან მსუბუქი საუზმისთვის.
შემდეგ ტაქსიმის მოედანი მოინახულეთ, სტამბოლის გული და პოლიტიკური აქტივიზმის კერა. შეათვალიერეთ რესპუბლიკის მონუმენტი და დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც ქალაქს აცოცხლებენ.
ტაქსიმის მოედნიდან ტრამვაით საფეხმავლო შოპინგ ქუჩაზე – İstiklal Caddesi-ზე მოხვდებით. ეს წითელი ტრამვაები ხმაურიანები არიან, თუმცა არ არსებობს უკეთესი გზა იგრძნოთ თავი როგორც ადგილობრივმა, როგორც ამ საოცარი, ნოსტალგიური ტრანსპორტით მგზავრობაა.
ტრამვაით შეგიძლიათ ესტუმროთ გალათას კოშკსაც. ეს მე-14 საუკუნის კოშკი უძველესი და უმაღლესია სტამბოლში, ქალაქზე პანორამული ხედით.
შუადღე
გადადით ხიდზე, რომელიც გალათას ძველ ქალაქთან აკავშირებს. ეს იდილიური ადგილი სტამბოლის ჰორიზონტზე დაგაკვირვებთ და ასობით მეთევზესაც მოკრავთ თვალს. შეჩერდით რომელიმე რესტორანთან და მიირთვით თევზის სენდვიჩი – balık ekmek, ტრადიციული წასახემსებელი.
შემდეგი გაჩერება დიდი ბაზარია, სადაც ადამიანები ათასი წელია რაც ვაჭრობენ. გაუყევით დერეფნებს, სადაც უამრავ ლამაზ ნივთს მოკრავთ თვალს. ფრესკებით მორთული საუკუნოვანი შენობა განსაკუთრებით ატმოსფერულია.
შემდეგ Sahaflar Çarşısı-სკენ გასწიეთ. შესაძლოა წიგნებით შეპყრობილნი არ ხართ, მაგრამ ეს ბაზრობა გამოსაკვლევად ნამდვილად ღირს. აქ შეიძენთ პოსტერებსაც.
საღამო
სტამბოლში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ აია სოფიას და ლურჯ მეჩეთს არ იხილავთ. 1935 წლიდან, აია სოფია, ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი შენობა, მუზეუმი იყო, მაგრამ 2020 წელს ის კვლავ მეჩეთი გახდა. შიგნით შესვლა ყველასთვის ნებადართულია, მთავარია დაიცვათ სამოსის ეტიკეტი.
სტამბოლის იდეალური დღე უნდა დაასრულოთ მზის ჩასვლის ყურებით სულეიმანის მეჩეთიდან (Süleymaniye Mosque) ან მეტროს ხიდიდან (Golden Horn Metro Bridge).
ბოლოს კი ივახშმეთ და რაიმე გემრიელი თურქული კერძი დააგემოვნეთ.