უტრეხტში ჩასულ ტურისტებს ხშირად უნდებათ ამ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა. ეს საოცრად სუფთა და მომხიბვლელი ქალაქი თქვენც შთაგაგონებთ. აღსანიშნავია, რომ ის ამსტერდამიდან მატარებლით 25 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს, როტერდამიდან კი საათნახევრის. თუ მას დედაქალაქიდან ან რომელიმე ჰოლანდიური ქალაქიდან 1 დღით ეწვევით, ჩვენ აქ საუკეთესო 24 საათს დაგიგემავთ.
დილა
დაიწყეთ დღე ჟაკთან (Jacques) რომელიც ძველ არხთან მდებარეობს და გემრიელ სასმელებს და ორცხობილებს გვთავაზობს. დასხედით მშვიდ და შთამბეჭდავ ფონზე. მაღაზიები 11 საათამდე არ იღებიან, ასე რომ ამ დრომდე დააკვირდებით თუ როგორ იღვიძებს და ფუსფუსებს ქალაქი. თუ თავს აქტიურად გრძნობთ, შეგიძლიათ ახვიდეთ დომოტორენის კოშკზე, რომელიც გიდის ტურთან ერთად 13 ევრო ღირს და ქალაქის ხედებით დატკბეთ.
10:00 შეუერთდით საფეხმავლო ტურს ძველ ქალაქში. ტურები როგორც წესი 90 წთ ხანგრძლივობისაა და გაჩვენებთ სან მარტინის კათედრალს, რომელიც ნიდერლანდების უდიდესი ტაძარია, ასევე გაივლით არხებში და მოისმენთ ამსტერდამის ისტორიას. ამსტერდამის ტურისტებით დატვირთული არხებისგან განსხვავებით, უტრეხტის არხები მშვიდი და ადვილად მოსავლელია. აქაურ ქუჩებზდე იგრძნობთ სიწყნარეს, რომელიც სხვა ქალაქებს არ აქვთ.
შუადღე
13:00 ლანჩისთვის მიაკითხეთ მოქსის, საოჯახო საცხობს, ორგანულად მომზადებულ კერძებს მიირთმევთ. კულტურული გამოცდილების მისაღებად, დაათვალიერეთ ცენტრალური მუზეუმი (Centraal Museum), სადაც თანამედროვე ჰოლანდიური ხელოვნების და არქიტექტურის კოლექციებია, მათ შორის შუასაუკუნეების არტეფაქტები.
16:00 უტრეხტში ადგილობრივი ბიზნესები და საწარმოები მნიშვნელოვან პოზიციაზე არიან და აქ ბევრგან ნახავთ წარწერას: “შეიძინე ადგილობრივი, ივაჭრე ადგილობრივთან”. საუკეთესო სავაჭრო მაღაზიებია: Daen’s, Zolomanola და Franky Brown Vintage. მნიშვნელოვანი საგანძურია Drogisterij Woortman, უტრეხტის უძველესი აფთიაქი ხის თაროებით, ხელნაკეთი ბალზამებით, ზეთებით და ჩაებით.
საღამო
18:00 უტრეხტში მცხოვრებლებს უყვართ ბარები და ბისტროები გარეთ დასაჯდომებით. აქ მსგავსს ბევრს ნახავთ, მათ შორისაა: Orloff aan de kade, Cafe Elize და the Rum Club არხზე. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესოა – Springhaver Theater, ღია კაფე და სასიამოვნო ადგილი დასალევად და სარელაქსაციოდ.
19:00 სადილისთვის მიაკითხეთ Madeleine-ს, ფრანგულ ბისტროს და ღვინის ბარს, სადაც მთელი ევროპის კერძებია. სხვა მსგავსი ადგილებია: De Zwarte Vosch და ბიუჯეტური Anan. თუ უფრო მშვიდი საღამო გსურთ, მიაკითხეთ Saar-ს.
21:00 თუ ცეკვის ხასიათზე ხართ და არ დაღლილხართ, შეგიძლიათ მთელი ღამე იცეკვოთ Stathe-ში, სადაც ლაივ მუსიკა ჟღერს და ყოველი საღამო სხვადასხვანაირია. თუ არც დალევა გსურთ და არც ცეკვა, მაშინ დაასრულეთ დღე რობერტო ჟელატოში, სადაც საუკეთესო ფსტის ნაყინია ქალაქში.