ბავშვებისთვის საინტერესო მუზეუმებით, ბავშვთა გასართობი ადგილებით და მწვანე პარკებით, ამსტერდამი პატარებთან ერთად მოგზაურობის დროსაც ბრწყინვალე მიმართულებაა. ჩვენ გირჩევთ თუ როგორ მოიწყოთ აქ საოჯახო დასვენება.
იქირავეთ ველოსიპედი და დაარტყით წრე ვონდელპარკს
ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ამსტერდამის ვერსია – Vondelpark მშვენიერი ადგილია საპიკნიკოდ, ტბაზე დასასვენებლად და ბავშვების სარბენად. შეგიძლიათ იქირაოთ ისეთი ველოდიპედი, რომელშიც პატარებს ჩაისვამთ ან თუ ტარება იციან, უქირაოთ ცალკე. აქ მდებარეობს კაფე: Kinderkookkafé, რომელიც პატარებს საშუალებას აძლევს საკუთარი ფანქეიქები ან პიცა გამოაცხონ.
სამეცნიერო აღმოჩენები ნემოს მეცნიერულ მუზეუმში
ნემო (NEMO Science Museum) პოპულარული ადგილია თუ ამსტერდამში ბავშვებთან ერთად ხართ. მთელ 5 სართულზე ატარებენ საინტერესო დემონსტრაციებს და ვორქშოფებს. გამოფენები მუდამ განახლებადი და ინტერაქციულია, რისი საშუალებითაც ბავშვები უშუალო ჩართულობით შეიმეცნებენ სიახლეებს. სახურავზე დაგხვდებათ ქალაქის ფანტასტიკური ხედი.
ადით ჩიტის სიმაღლეზე
A’DAM Lookout ადამის კოშკზე მდებარეობს და გვთავაზობს პანორამულ გადმოსახედს ამსტერდამზე. დაინახავთ ქალაქის ისტორიულ ცენტრს, მის პორტს და უნიკალურ ჰოლანდიურ ლანდშაფტს. ბავშვებს მოეწონებათ როგორც ხედი, ასევე საქანელა, რომელიც ცაშია გამოკიდებული. ის ევროპის უმაღლესი საქანელაა.
შეუერთდით კრუიზს არხების დასათვალიერებლად
ამსტერდამის წყლის არხები რომ გამოიკვლიოთ, წყალში უნდა ჩახვიდეთ. Blue Boat Company-ს ნავები პატარა სტუმრებს სპეციალურ ბინოკლებსაც მისცემენ.
დარჩით ბავშვებისთვის განკუთვნილ უბნებში
De Pijp – ფერადი უბანია ბევრი ტურისტის გარეშე თუმცა ამავდროულად, ახლოს ქალაქის ღირსშენიშნაობებთან. აქ მდებარეობს საბავშვო პარკი: Sarphatipark და ღია ცის ქვეშ ბაზრობა – Albert Cuypmarkt. ქალაქის აღმოსავლეთით კი მორიგი ოჯახზე ორიენტირებული უბანია: De Plantage ლამაზი სამეფო ზოოპარკით. აქვეა ბოტანიკური ბაღიც.
ითამაშეთ თხებთან
Amsterdamse Bos – დიდი მწვანე ტერიტორიაა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. აქ ბავშვები გაისეირნებენ და პატარა თხებს აჭმევენ და ეთამაშებიან.
ამსტერდამში ტრამვაის სისტემა სწრაფი, ეფექტური და იოლია გასაგებად. იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ბავშვის ეტლები სჭირდებათ, მათი ტრამვაიში ატანა საკმაოდ მარტივია. ბილეთს ტრამვაიშიც შეიძენთ. 4 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, 11 წლის ჩათვლით კი სტანდარტულზე დაბალი ფასი აქვს.