სორენტოდან სალერნომდე გადაჭიმული ამალფის სანაპირო კლდისპირა გზით, კრიალა ზღვით და ლამაზი სანაპიროებით გამოირჩევა. ის არაა მხოლოდ ხალხმრავლობა, სპორტული მანქანები და ინფლუენსერები, როგორც ეს ჰგონიათ. დიდი ვილების და ტურისტულად მიმზიდველი ქალაქების მიღმა, აქ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ.
1. 5 დღე მაინც დაუთმეთ ამალფის სანაპიროს მონახულებას
იდეალურია გაატაროთ 5 დღე ამალფიზე. ასე მოინახულებთ პოზიტანოს, რაველოს, მაიორის და ფურორეს აუჩქარებლად. ამ ქალაქებს შორის სამოძრაოდ საუკეთესო გზაა ბორანი. გაყევით მას ნეაპოლიდან ამალფიმდე და შემდეგ სხვა ნაპირებამდე.
2. იქონიეთ შესაბამისი ფეხსაცმელი
ამალფის სანაპიროს ბევრ ქალაქში საკმაოდ ბევრი კიბეა ასავლელი, ამიტომაც იქონიეთ კომფორტული ფეხსაცმელი. თუმცა, არ დაგავიწყდეთ არც “გამოსასვლელი ფეხსაცმელი” საღამოს წვეულებებისა და ღონისძიებებისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ აქაური სანაპიროების უმეტესობა ქვიანია.
3. გათვალეთ საუკეთესო დრო აქ მოგზაურობისთვის
ამალფის სანაპიროს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ივლისი და აგვისტო პიკი სეზონებია. ამ დროს აქ იტალიელებიც და ევროპელებიც ისვენებენ. საუკეთესო დრო აქ ვიზიტისთვის გაზაფხული ან შემოდგომაა. ამ დროს ამინდი სასიამოვნოა, ზღვა თბილი. გაითვალისწინეთ, რომ ნოემბრიდან მარტამდე რესტორნების და სასტუმროების უმეტესობა დაკეტილია.
4. გაცდით ტურისტულად ცნობილ ადგილებს
პოზიტანოს პასტელური შეფერილობის შენობებს მაღლა რაველო შემოგეგებებათ, მის მიღმა კი ფარული სანაპირო ბილიკები ტრამონტიმდე. გამოიკვლიეთ პატარა მინორიც. Valle delle Ferriere – ჩანჩქერებისა და ტყეებისთვის საუკეთესო სალაშქრო გზაა. პოზიტანოსთან ახლოს კი იხილეთ ნაკლებად დატვირთული Spiaggia del Fornillo.
5. დააკვირდით სად გეცმევათ საცურაო კოსტიუმი
იტალიელებისთვის ჩაცმა და გარეგნული იერსახე მნიშვნელოვანია და ისინი არასდროს მიდიან ვახშამზე სანაპიროს ლასტებით. შეამჩნევთ, რომ ქალაქში საღამოობით აქ სასეირნოდ ჩაცმულები დადიან. იტალიური ატმოსფეროს მორგებისთვის, თქვენც მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჩაცმულობას. სორენტოში მამაკაცებს წელზევით შიშვლებს ვერც ნახავთ.
6. იტალიაში ონკანის წყალის დალევა უსაფრთხოა, მაგრამ…
ონკანის წყალი მთელ იტალიაში უსაფრთხოა დასალევად, მაგრამ მათი გემო ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ წყალს ბოთლით შეიძენთ, ჩვენ შუშის ბოთლებს გირჩევთ.
7. მიიღეთ შესაბამისი ზომები მწერების და მზით დამწვრობის წინააღმდეგ
ზაფხულობით აქ ბევრი კოღოა. მზეც სამხრეთ იტალიაში საკმაოდ მწველია. გაითვალისწინეთ დამცავი ლოსიონის და პრეპარატების წაღება.
8. თან იქონიეთ თქვენი მედიკამენტები
უმჯობესია თუ ამალფიზე თქვენს მედიკამენტებს წაიღებთ, რადგანაც აქ საბაზისო წამლები საკმაოდ ძვირია.