ევროპის უდიდესი საჭმლის ბაზრობის, უძველესი ზოოპარკის და არტ-ნუვოს შენობების განსაკუთრებული კოლექციის მქონე რიგა მშვენიერი ადგილია სამოგზაუროდ. ლატვიის დედაქალაქის კომპაქტური ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. გამოიკვლიეთ მდინარე დაუგავას ორივე ნაპირი კრეატიული უბნებით. ჩვენ წარმოგიდგენთ მიზეზებს, რის გამოც ბალტიისპირეთის ამ მარგალიტს აუცილებლად უნდა ეწვიოთ:
-
რიგის ძველი ქალაქი იუნესკოს დაცული ძეგლია
ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, ფერადი მოედნებით და შუასაუკუნოვანი შენობებით, რიგას ძველი ქალაქი სავსეა არქიტექტურული საგანძურებით. ის წარმოგვიდგენს 500 შენობას, რომლებიც სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს აირეკლავენ: გოთიკურს, ბაროკოს, მოდერნიზმს და არტ ნუვოს. 1997 წლიდან, რიგის ძველი უბანი იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაშია შეყვანილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიგის კათედრალი – უდიდესი შუასაუკუნოვანი ეკლესია ბალტიისპირეთში და წმ. პეტრეს ტაძარი გადმოსახედით. გაისეირნეთ როზენას ქუჩაზე, წვრილ ხეივანში, სადაც ორივე ხელს კედლებს მიაწვდენთ და შეჩერდით ყავის დასალევად დომის მოედანზე (Dome Square).
-
აქ ევროპის უდიდესი ბაზარი მდებარეობს
რიგას ცენტრალური ბაზარი ოფიციალურად აღიარებული ევროპის უდიდესი ბაზარია. აქ 3000-ზე მეტი მოვაჭრე შემოგთავაზებთ ადგილობრივ პროდუქციას. შეიძენთ ხორცს, თევზეულს, რძის პროდუქტებს და ბოსტნეულს. აქაურ რესტორანში გამორჩეული კერძია ხორციანი დამპლინგები.
-
მისი არტ ნუვოს არქიტექტურა გასაოცარია
რიგაში მდებარე შენობების მესამედი არტ ნუვოს სტილის უბადლო ნიმუშია. ქალაქი ამ არქიტექტურით მთელ მსოფლიოშია გამორჩეული. გაისეირნეთ ალბერტა იელაზე, სადაც ქუჩის ორივე მხარეს ფერადი ფასადები და ქვის საოცარი ნიმუშებია. აქ ერთ-ერთი უბნის სახელწოდებაცაა “არტ ნუვოს უბანი”. მოინახულეთ არტ ნუვოს მუზეუმიც, სადაც ამ სტილს კარგად გაეცნობით.
-
სანაპიროზე 20 წუთში მოხვდებით
“ლატვიის მარგალიტად” ცნობილი იურმალა რიგასთან ახლოს მდებარე თეთრ ქვიშიანი სანაპიროა. ის ბალტიისპირეთის უდიდესი კურორტია და ქალაქიდან პოპულარული გასაქცევი მიმართულებაა ვილებითა და სპა სასტუმროებით. რიგას ცენტრალური მოედნიდან მატარებელს თუ გაყვებით, სანაპიროზე 20 წუთში აღმოჩნდებით. რკინიგზა ფარავს სანაპირო ზოლს ლიელუპედან ქემერიმდე და ბილეთის ფასია 5$.
-
ქალაქის პარკები ულამაზესია
რიგაში მშვიდ ადგილს ადვილად იპოვით რათა გაისეირნოთ ან პიკნიკი მოიწყოთ. ძველ ქალაქში ულამაზესი მწვანე სივრცეა: Bastejkalna (ბასტიონის მთა). ეს მე-19 საუკუნის პარკი რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის წყლის არხებით და ულამაზესი ყვავილებით. ასევე, განსაკუთრებულია ესპლანადის პარკი (Esplanade Park) რიგის კეთადრალითა და ეროვნული ხელოვნების მუზეუმით. არტ ნუვოს უბანთან კი კრონვალდას პარკი (Kronvalda Park) მდებარეობს მოცეკვავე შადრევნით და სკეიტპარკით.
-
გელოდებათ გემრიელი სამზარეულო
რიგაში ბევრი რესტორანი ქვეყნის ტოპ შეფებს ეკუთვნით. აქ დააგემოვნებთ ლატვიურ გემრიელ კერძებს, განსაკუთრებით ძველ ქალაქში. აუცილებლად დააგემოვნეთ წვნიანები და დესერტები.
-
აქ ბევრი კრეატიული რაიონია
რიგას ქვაფენილიანი ქუჩების და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მიღმა, ბევრი კრეატიული უბანი მდებარეობს. ცენტრალური ბაზრის მიღმა სპიკერის რაიონი (Spikeri Quarter) მდებარეობს, სადაც ძველი საწყობები ხელოვნების გალერეებად, საკონცერტო დარბაზებად და ღია მოედნებადაა ქცეული. აქ მუდამ ფლი მარკეტები და ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები ტარდება. ძველ ქალაქში, მდინარის გადაღმა, კალნჩიემის უბანი (Kalnciems Quarter) მე-19 საუკუნის ხის სახლებში გახსნილ კაფე-რესტორნებს და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებს წარმოგვიდგენს. ფერადი “მშვიდობის ქუჩა” (Miera Iela) კი ვინტაჟურ მაღაზიებს, ჰიპურ კაფეებს და ალტერნატიული ხელოვნების გალერეებს ეთმობათ.