ცისფერი ჰორიზონტით შემკული ლამაზი ნავსადგურის მქონე ქალაქი საბერძნეთის გამორჩეული ლოკაციაა. ფოტოგენური ძველი ქალაქის გამოკვლევა არასდროს მოგბეზრდებათ, იმიტომ რომ აქ ყველა კუთხე ლამაზია. საკმარისია მზის ჩასვლას ნაფპლიოში უყუროთ, მაშინვე დარწმუნდებით თუ რატომაა ის რომანტიკული მიმართულება.

  • მოინახულეთ უნიკალური არქეოლოგიური მუზეუმი

ნაფპლიოს ათასწლოვანი ისტორია სწორედ ძველი ქალაქის ცენტრში მდებარე ამ მოკრძალებულ შენობაში იყრის თავს. არტეფაქტები ნეოლითური ხანით თარიღდებიან. აქვეა დამაინტრიგებელი ანტიკური მიკენური ცივილიზაციის ნაშთები, მათ შორის ქანდაკებები. ამ მუზეუმში ვიზიტით რეგიონის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას გაანალიზებთ.

  • ადით პალამიდის ციხესიმაგრეში

აიარეთ ყოფილი ციხის 999 კიბე და გაატარეთ კიდევ ერთი რომანტიკული დღე ნაფპლიოში. გზად და ბოლოშიც, საოცარი პანორამული ხედებით დაჯილდოვდებით. იქიდან ზღვაც და ქალაქიც საოცრად მოსჩანს. პალამიდი ძალიან კარგად შემონახული ციხესიმაგრეა, საიდანაც თვალწარმტაცი მზის ჩასვლა შეგიძლიათ იხილოთ.

  • ჩაიძირეთ წარსულში კონსტიტუციის მოედანზე

სინტაგმას მოედანი, იგივე კონსიტუციის მოედანი – ქალაქის მთავარი სისხლძარღვია. მარმარილოს ფილებით მორთული რამდენიმე შენობა და ქანდაკება ნაფპლიოს წარსულში გვახედებს. აქ ოტომანური მეჩეთი, ძველი პარლამენტი და დიადი მონუმენტებია, რომლებზეც ქალაქის წარსულის შესახებ წაიკითხავთ.

  • დაისვენეთ კაფეში: I Gonia Tou Kavalari

სინტაგმას მოედანზე მდებარე ეს ობიექტი უგემრიელეს კერძებს და დასამახსოვრებელ მუსიკალურ გამოცდილებას გვპირდება. აქ ავთენტურ ბერძნულ სენსაციებს მიიღებთ.

  • მიეფიცხეთ მზეს სანაპირო არვანიტიაზე

ეს პატარა კენჭებიანი სანაპირო კრისტალივით სუფთა წყალს და მშვიდ ხედებს გთავაზობთ. ის ნაფპლიოს ძველი ქალაქიდან ძალიან ახლოს მდებარეობს. არვანიტიას სანაპირო პალამიდის ციხესიმაგრის ქვეშ მდებარეობს და რომანტიკული სასეირნო ბილიკით გამოირჩევა. აქ სანაპირო კაფეებიც დაგხვდებათ. მზის ჩასვლის მერე ისინი გვიანობამდე გთავაზობენ საცეკვაო მუსიკას.

  • წადით ნავით ბურთზის ციხესიმაგრეში

ნაფპლიოს სანაპიროდან პატარა კუნძულს დაინახავთ, რომელზეც შთამბეჭდავი Bourtzi Castle დგას. ვენეციელებმა ის მე-15 საუკუნეში ააგეს. ქალაქის ბულვარიდან აქ ტურებს რამდენიმე პატარა ნავი აწყობს. უმჯობესი იქნება თუ მზის ჩასვლის პერიოდში ისარგებლებთ.

  • დალაშქრეთ აკრონაფპლია

ნაფპლიოს ისტორია Acronafplia-ს ციხესიმაგრის კედლებზეცაა აღბეჭდილი. ის ულამაზესია დასათვალიერებლად და ფოტოების გადასაღებად.

  • გაისეირნეთ წყლის პირას

ფეხით თუ ველოსიპედით – ნაფპლიოს წყლისპირა ბულვარი ადგილობრივებისთვისაც საყვარელი სასეირნო ადგილია. გზად მეთევზეები, მოცურავეები და კაფე-მაღაზიები შეგხვდებათ. შეგიძლიათ დილით, ხელში ყავით მომარჯვებულებმა ნავსადგურის გაღვიძებას დააკვირდეთ.

  • იგრძენით ქალაქის მაჯისცემა

ქალაქის მაჯისცემა ეს სინტაგმას მოედანია. დღის ნებისმიერ დროს აქ ყოფნა და ხალხის დაკვირვება დიდი თავშესაქცევია. ბავშვები თამაშობენ, კაცები ნარდს თამაშობენ, ქალები ერთმანეთს სიახლეებს უზიარებენ, თინეიჯერები ერთად იკრიბებიან… უბრალოდ არაფერი აკეთოთ და უყურეთ სამყაროს თქვენ ირგვლივ. დააგემოვნეთ საყვარელი სასმელი ან ღვინო და მიიღეთ შთაგონება ადგილობრივებისგან.