პატარა რესპუბლიკა სან მარინო იტალიის ტერიტორიაზე დამოუკიდებლად არსებობს თავისი მთავრობით და კანონებით. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მთა-გორიანია. სამი ციხესიმაგრე ქვეყნის საკულტო ხატია. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

1. Rocca Guaita – გუარიტას ციხესიმაგრე

ტიტანოს მთაზე მდებარე ეს ციხესიმაგრე მე-11 საუკუნეში აშენდა. ის ყოველთვის ციხის ფუნქციას ასრულებდა იქამდე სანამ ომის შემდეგ არ განახლდა. მასზე ასასვლელად დრო დაგჭირდებათ მაგრამ ულამაზესი პანორამული ხედებისთვის ნამდვილად ღირს.

მისამართი: Via Salita alla Rocca

2. პუბლიკო პალაცო და პიაცა დელა ლიბერტა

ნეო-გოთიკური სტილის სამთავრობო სახლი და კოშკურა მის მოედანზე ფრანჩესკო აზურიმ 1800-იან წლებში დააპროექტა და იგივე ქვა გამოიყენა რაც ტიტანოს მთის ციხესიმაგრეზეა გამოყენებული. პიაცა დელა ლიბერტა სან-მარინოს ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ იხილავთ ციხესიმაგრის დაცვის შეცვლის ფერად ცერემონიალებს.

3. ბაზილიკა დი სან მარინო

ეს ნეო-კლასიკური ბაზილიკა მე-19 საუკუნეში აშენდა მეოთხე საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე. ინტერიერი კლასიკური ბაზილიკური სტილისაა. მისი ფრესკების და ქანდაკებების გამო ის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია.

მისამართი: Piazza Domus Plebis

4. ეროვნული მუზეუმი

Museo di Stato – ეს გასაოცარი მუზეუმი არქეოლოგიურ კოლექციებს წარმოგვიდგენს, მათ შორის ეგვიპტურს, ბიზანტიურს და სხვა. კოლექციების უმეტესობა მე-19 საუკუნის დონაციებიაა ცნობილი ადამიანების პირადი კოლექციებიდან.

მისამართი: Piazzetta del Titano 1

5. უცნაური ნივთების მუზეუმი

Museum of Curiosities – ამ მუზეუმში ვიზიტი ერთ-ერთი საინტერესო და გასართობი აქტივობაა სან მარინოში. აქ იხილავთ უცნაურ ნივთებს, გამოგონებებს და მათ ისტორიებს. ნივთების გარდა, იხილავთ ინფორმაციებს ადამიანებზე მაგალითად მსოფლიოში ყველაზე მაღალ კაცზე და დაბალ ქალზე.

მისამართი: Via Salita della Rocca 26, San Marino Città

6. დატკბით სან მარინოს ხედებით საბაგიროდან

საბაგიროდან იხილავთ ულამაზეს ხედებს მთელ ამ ისტორიულ ქალაქზე. შეამჩნევთ ადრიატიკის ზღვის სანაპიროსაც და პანორამებს მწვანე მთებზე. გონდოლა მუშაობას იწყებს დილის 7:50-ზე და ყოველ 15 წუთში დადის.

მისამართი: Piazzale Campo della Fiera

7. ცვილის მუზეუმი

ამ მუზეუმში წარმოდგენილი 100 ცვილის ფიგურა სხვადასხვა ისტორიული გმირია, რომლებიც გარკვეულ სცენებს განასახიერებენ. მაგალითად, ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი ერთმანეთს ხვდებიან, ხოლო ჯუზეპე გარიბალდი თავის მომაკვდავ ცოლს, ანიტას სარეცელთან უზის. ცნობილ გამომგონებლებს ხელში თავიანთი გამოგონება უჭირავთ.

მისამართი: Via Lapicidi Marini 17

8. მარანელო როსოს ფერარის მუზეუმი

ეს ვინტაჟური მანქანის მუზეუმი ენცო ფერარის და კარლო აბარტის მანქანებს წარმოგვიდგენს. აქ ნახავთ სპორტულ ავტომობილებს, ცნობილი ადამიანების მანქანებს, მათ შორის მერილინ მონროს და აშ.

მისამართი: Strada dei Censiti 21

9. ერთდღიანი ტური რივიერაზე

Riviera Romagnola Beaches – ულამაზესი თეთრი ქვიშის სანაპიროა ადრიატიკის საზღვაო ზოლზე. მის ცენტრში მდებარეობს ქალაქი რიმინი, სან მარინოდან სულ რაღაც 22 კილომეტრში. აქ იტალიური სტილის საზღვაო კურორტებია. მაგალითად: Rivabella, Riccione, Cattolica, Viserba, Visebella; Bellaria; Cesenatico, Tamerici.