ელ გუნა ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე მდიდრული საკურორტო ქალაქია მშვიდი ატმოსფეროთი, ოქროს ქვიშიანი სანაპიროებით და ლურჯი წყლით. ელ გუნაში მშვენიერი სარელაქსაციო გარემოა შექმნილი. ჰურგადას საერთაშორისო აეროპორტიდან ელ გუნა 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. თვითონ ქალაქი ფეხით მოსავლელად მარტივია.
დღე 1
საუზმის შემდეგ გაისეირნეთ აბუ ტიგ მარინაზე, გადახედეთ სუფთა ლაგუნას, სადაც იახტები დგანან. ბულვარში ბევრი საკვები ობიექტი და მაღაზიაა, ეგვიპტური ხელნაკეთი ნივთებით. ამ ქალაქში მთელი წელი მზიანი ამინდები და იდეალური ამინდია სერფინგისთვისაც. გაეშურეთ ზეიტუნას სანაპიროსკენ (Zeytouna beach) რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია წითელ ზღვასთან დასასვენებლად. შეგიძლიათ შეუერთდეთ ლაგუნას ტურებსაც.
მიირთვით ეგვიპტური კერძები: დაწყებული კრემიანი ჰუმუსით, გაგრძელებული ცხვრის ფატაჰით და კუნაფათი, დასრულებული კლასიკური დესერტით სიროფში. გირჩევთ რესტორანს: Arabesque Restaurant, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. თუ ღამის გართობა გსურთ, ეწვიეთ კლუბს: Cook’s Club.
დღე 2
მეორე დღეს გაყევით ნავის ტურს ლაგუნაში, სადაც წყლისპირა ვილები მდებარეობს. ელ გუნას ცნობილი ლაგუნას დათვალიერების შემდეგ, კი გაილაშქრეთ უდაბნოში. უახლოესი ულამაზესი უდაბნოა – Wadi Bileh, სადაც ულამაზეს მზის ჩასვლას იხილავთ, კლდეებსა და თვალწარმტაცი ლანდშაფტების ფონზე.
სავახშმოდ გირჩევთ რესტორანს: LUMA, სადაც ავთენტური ეგვიპტური კერძებია. დააგემოვნეთ ქათმის მუჰამარამა. თუ ღამით ლაივ მუსიკა, კოქტეილები და დიჯეის შესრულებლ საღამოზე დასწრება გსურთ, ორ კლუბს გირჩევთ: Club House და ZOUNi.