ბრიუსელის ოჯახურ დასვენებაზე ორიენტირებული ადგილები მთელ ოჯახს გააბედნიერებენ და ბავშვებს დაუვიწყარ არდადეგებს შეუქმნიან. ბრიუსელი შოკოლადის მოყვარულების სამოთხეა და აქ მართლაც საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმს გასინჯავთ. ქალაქის ცენტრი ყველა სეზონზე ცოცხალია და ბევრ საინტერესო მუზეუმს გვთავაზობს საბავშვო ინტერაქციების ფართო შესაძლებლობებით.
შეუერთდით ბრიუსელის შოკოლადის ტურს
ბელგიური შოკოლადი ცნობილია მისი მდიდრული გემოთი და ხარისხით. შოკოლადის საფეხმავლო ტურის აღებით ბავშვებთან ერთად გაიგებთ როგორ დაამზადოთ თქვენი ტკბილეული. ამ ტურში მონაწილეობისას ქალაქის საუკეთესო შოკოლადის კომპანიები გაგიღებენ კარს და საინტერესო დემონსტრაციებს წარმოგიდგენენ. რა თქმა უნდა, იქნება დაგემოვნებებიც.
მინი-ევროპა
ეს ინტერაქციული გამოფენაა ევროპის ქალაქების ძეგლების მინიატურებით ღია ცის ქვეშ. ეს პარკი საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ მთელი ევროპა ბრიუსელში ყოფნის დროს. ვენეციის გონდოლები, ლონდონის ბიგ ბენი, პარიზის საკრე-კიორის ბაზილიკა…. აქ ულამაზესი რეპლიკები დაგხვდებათ. ღიაა ყოველდღე დილის 10-დან საღამოს 6-მდე.
კომიქსების ცენტრი
Comic Strip Center – არის ადგილი სადაც თქვენს ფავორიტ პერსონაჟებს აღმოაჩენთ კომიქსებიდან. აქ დაათვალიერებთ ისტორიულ კომიქსებსაც, ნახავთ ბიბლიოთეკას, სადაც ყველას შეუძლია კომიქსების თვალიერება და კითხვა. ღიაა ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე.
მისამართი: Rue des Sables 20
ბიჭუნას ქანდაკება სხვადასხვა კოსტიუმებში
Mannekin Pis 61 სმ-იანი ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელიც ბრიუსელის გოთიკურ მერიასთან დგას. სკულპტურა კვირაში რამდენჯერმე იცვლის კოსტიუმს.
აღმოაჩინეთ მოდელები მანქანების მუზეუმში
Autoworld წარმოგვიდგენს 300 ვინტაჟურ მანქანას მე-19 საუკუნიდან. მათი უმეტესობა ევროპული და ამერიკული მოდელებია. თუ ბელგიის საავტომობილო ისტორიის შესწავლა გსურთ, აიღეთ გიდის ტურებიც. ბავშვებისთვის აქ ბევრი გასართობი აქტივობაა. ღიაა ორშაბათი-პარასკევი დილის 10 საათიდან 5 საათამდე, შაბათ კვირას კი 6-მდე.
მისამართი: Parc du Cinquantenaire 11
მატარებლის სამყარო
ეს ინტერაქციული მუზეუმია, რომელიც ბელგიის საუკეთესო ლოკომოტივებს და მატარებლებს წარმოგვიდგენს. ის ქვეყანაში უდიდესი მატარებლის მუზეუმია ვინტაჟური მოდელებით. შესვლის ღირებულებაა 12 ევრო ზრდასრულებისთვის და 9 ევრო 17 წლამდე ბავშვებისთვის. ღიაა დილის 10 საათიდან 5 საათამდე.
მისამართი: Place Princesse Elisabeth 5
ბუნების მეცნიერებათა სამეფო ბელგიის ინსტიტუტი
The Royal Belgian Institute of Natural Sciences – ევროპის უდიდესი დინოზავრების გალერეაა, სადაც ბავშვები მსოფლიო ევოლუციის შესახებ ბევრს შეიტყობენ. აქ მათ დახვდებათ საინტერესო აქტივობებიც: დინოზავრის ჩონჩხების აგება, ნაკვალევის შესწავლა და მინერალების აღმოჩენა. ღიაა სამშაბათიდან პარასკევამდე 10-ის ნახევრიდან 5-მდე. შაბათ-კვირას 10-დან 6-მდე. დაკეტილია ორშაბათს.
მისამართი: Vautierstreet, 29
კაკაოს და შოკოლადის მუზეუმი
ამ მუზეუმში ყველა ასაკის შოკოლადის მოყვარული გაერთობა. ის მე-17 საუკუნის შენობაში მდებარეობს და ყოველდღიურად წარმოგვიდგენს შოკოლადის დემონსტრაციებს, დააგემოვნებთ გემრიელ შოკოლადსაც. ბილეთის ფასია 6 ევრო ზრდასრულებისთვის და 3 ევრო ბავშვებისთვის. ღიაა დილის 10-დან საღამოს 5-მდე.
მისამართი: Rue de l’Etuve, 41
გაისეირნეთ ნავით პარკში მდებარე კუნძულზე
Bois de la Cambre – ქალაქის ეს ულამაზესი პარკი მზიან დღეებში სავსეა ადგილობრივებით, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებით იღებენ სიამოვნებას, სირბილით, ველოსიპედით და პიკნიკის მოწყობით. შეუერთდით ტივს პარკის ტბაზე სასეირნოთ.
მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი
ბრიუსელის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი 1500 ინსტრუმენტს წარმოგვიდგენს სხვადასხვა ეპოქიდან. მისი ტერასული რესტორნიდან ხედები ბრიუსელის ისტორიულ უბანზე იშლება. ღიაა ყოველდღე 5 საათამდე, ორშაბათის გარდა.
მისამართი: Rue Montagne de la Cour 2