მალტას დედაქალაქი ვალეტა კულტურის ევროპული დედაქალაქია. ის ბევრ ღირსშესანიშნაობას გვთავაზობს. მდიდრული ისტორიის მქონე ვალეტა იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ გირჩევთ თუ რა უნდა მოინახულოთ აქ.

სათამაშოების მუზეუმი

ეს მუზეუმი ბრწყინვალე შესაძლებლობაა ბავშვებს ვაჩვენოთ თუ როგორ განვითარდნენ სათამაშოები წლების მანძილზე. ის 1998 წელს ვინსენტ ბრაუნმა გახსნა. ვინსენტი ინახავდა იმ ძველ სათამაშოებს, რომლებსაც მეგობრები გადაგდებას უპირებდნენ. მან აღადგინა ისინი და საკუთარი კოლექცია შექმნა. შემდეგ კი გადაწყვიტა მუზეუმი გაეხსნა. აქ უნიკალურ სათამაშოებს იხილავთ და ნოსტალგიური გამოცდილება იქნება როგორც თქვენი მშობლებისთვის, ასევე თქვენთვის.

საფოსტო მუზეუმი

ოთხსართულზე განთავსებული მუზეუმი ბაროკოს სტილის ექსტერიერით, ადრეულ გამოფენებს მასპინძლობს. აქ ფოსტის სისტემის მნიშვნელობაში დარწმუნდებით  მალტის ისტორიის მაგალითზე. მალტა ომის დროს საკმაოდ სტრატეგიულ პოზიციაზე იმყოფებოდა. მუზეუმში ინტერაქციული სივრცეც დაგხვდებათ ბავშვებისთვის, შემეცნებითი აქტივობებით.

ვალეტას სანაპირო ზოლი

ვალეტას პორტს უმშვენიერესი ბულვარი მიუყვება. ეს მშვიდი ლოკაცია ვალეტას ცენტრიდან მოშორებითაა და უნიკალურ მაღაზიებს წარმოგვიდგენს. აქ შეგხვდებათ ბიუჯეტური კვების ობიექტებიც. ერთნაირად დახვეწილი სახლების გასწვრივ მიმავალი საფეხმავლო სანაპირო ზოლი რელაქსაციისთვის იდეალური ლოკაციაა.

მანოელის თეატრი

ვალეტაში მდებარე ეს მნიშვნელოვანი სახელოვნებო სივრცე ევროპის ერთ-ერთი უძველესი თეატრია. მას ოვალური აუდიტორია და ცისფერი ფილებით მორთული ჭერი აქვს. არქიტექტურული სტილის საოცარი მიქსი სხვადასხვა პერიოდების შედეგია. დღეს აქ წარმოდგენები ინგლისურადც იმართება.

მალტის კარნავალები

მალტაზე კარნავალები უძველესი ტრადიციაა. კუნძულის ყველაზე გამორჩეული წლიური ფესტივალი სწორედ ვალეტაში იმართება. აქ ის დაახლოებით 4/5 დღეს გრძელდება. თუ აქ თებერვალში ან მარტში მოხვდებით და ვალეტას ფესტივალი გამოგრჩებათ, გაარკვიეთ რომელი სოფლის კარნავალზე შეძლებთ მოხვედრას. ამ დროს ქუჩები ფერად სამოსში გამოწყობილი ხალხით ივსება. ყველა მღერის, ცეკვავს ან უბრალოდ ერთად დადის.

წმ. ჯონის კათედრალი

ამ ეკლესიის ინეტრიერი ხელოვნების გასაოცარი ნიმუშია, თანაც საოცრად მდიდრული. ოქროსფერი ოთახები თაღოვანი ჭერით, ცნობილი ოსტატების ფერწერულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენენ. აქ იხილავთ კარავაჯოს ნახატებსაც.

გამარჯვების ქალღმერთის ეკლესია

Church of Our Lady of Victory 1565 წლით თარიღდება და თურქებზე გამარჯვების სიმბოლოა. ეს არის პირველი ეკლესია, რომელიც ვალეტაში აშენდა. დღეს ის სრულად რესტავრირებულია.

არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი

ეს შენობა ვალეტაში 1571 წელს ააშენეს და დღეს ის მალტას არქოლოგიური მუზეუმია. აქ განთავსებული არტეფაქტები ნეოლითური ხანით თარიღდება, ჩვ.წ.-მდე.

დიდი ნავსადგურის კრუიზი

ორსაათიანი კრუიზი ვალეტას მიმდებარე ადგილებს დაგათვალიერებინებთ: მეზობელ სილემას და ბარაკას ბაღებს. მგზავრებს ჩასხდომა ვალეტას ნავსადგურებში შეუძლიათ, დიდ ნავსადგურსა და მარსამქსეტის ნავსადგურში. დღეში რამდენიმე კრუიზი ეწყობა და საშუალებას გაძლევთ მალტას 7000 წლიანი ისტორია სრულყოფილად გაიცნოთ. ასევე, გადაიღებთ შთამბეჭდავ ფოტოებსაც.