ზეთისხილით ცნობილი კალამატა, მესენიას დედაქალაქია პელოპონესის კუნძულებზე და განსაკუთრებული არქეოლოგიური ძეგლებითაა გარშემორტყმული, ასევე მრავალფეროვანი ლანდშაფტით. შენი მეგზური წარმოგიდგენთ კალამატას აუცილებლად სანახავ ადგილებს:

ითომი/Ithome

კალამატადან 30 კილომეტრის დაშორებით შეგიძლიათ ანტიკური მესენის ნანგრევებს ეწვიოთ, პელოპონესის ულამაზეს ანტიკურ ძეგლს.  მწვანე მთებით და ზეთისხილის ხეებით გარშემორტყმულ ითომში აღმოაჩენთ საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ სტადიონს, თეატრის ნაშთებს და მე-7 საუკუნის ბიზანტიურ ბაზილიკას.

მანის ნახევარკუნძული, საოცარი ლანდშაფტი და მემკვიდრეობა

ეს ნაკლებად ცნობილი ტერიტორია თავისი კლდოვანი ლანდშაფტით და მთებზე ქვის სახლებით, პატარა იტალიურ სოფელს მოგაგონებთ. აუცილებლად გაისეირნეთ გიტიოს (Githio) ფოტოგენურ ქუჩებში, მოინახულეთ სპარტას ანტიკური პორტი ლაკონიას ყურეში და წადით ნავით დიროსის გამოქვაბულებში.

მისტრას არქეოლოგიური ძეგლი, “მორეას საოცრება”

ტეიგეტოსის მთების ჩრდილქვეშ მდებარე ყოფილი ბიზანტიური დედაქალაქი მორეა პელოპონესის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ღირსშესანიშნაობაა. მისტრა ისტორიული ძეგლია, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრის და სასახლის ნანგრევები საბერძნეთში ბიზანტიური კულტურის ცენტრია.

მეთონის ნახევარკუნძული, საბერძნეთის ისტორია

Methoni peninsula – ისტორიულსაგანძურსმალავს.აქ ნესტორის სასახლე მდებარეობს, ერთ-ერთი გმირის, ჰომეროსის “ილიადადან”. ასევე ნახავთ პულოსის ციხესიმაგრეს, რომელიც ოტომანებმა მე-16 საუკუნეში ააგეს. მეთონში ასევე არის საუცხოოდ შემონახული ვენეციური ციტადელი. ნავით მოინახულებთ სანაპიროებსაც. განსაკუთრებით გირჩევთ გიალოვას ლაგუნას და ვოიდოკილიას სანაპიროს.