სინგაპურის სამზარეულო ეთნიკურად ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ხალხი. აერთიანებს რა მალაიზიურ, ჩინურ, ინდონეზიურ, ინდურ და დასავლურ გავლენებს. აქ საინტერესო გასტრონომიული თავგადასავალი გელით.

Hainanese/ქათამი ბრინჯით

გამომცხვარი ქათამმი ბრინჯით ბევრისთვის საყვარელი კერძია, რომელიც აქ დამანაყრებელ ლანჩს წარმოადგენს. მოასხით სპეციალური სოუსი.

Chilli crab

ეს კიბორჩხალას კერძი ჩილის სოუსით, კეტჩუპით და და კვერცხით მზადდება. მიუხედავად ამისა, ის სულაც არაა ძალიან ცხარე. მიირთმევენ პურთან ერთად, ხელებით.

Laksa

ბრინჯის ნუდლსი ქოქოსის ქარის ცხარე სუპში მზადდება კრევეტით, კვერცხით და ქათმით. მას ჩინური და მალაიზიური სამზარეულოს გავლენებიც აქვს. ლაკსას ბევრი ვარიაციით ამზადებენ.

Char kuay teow

ეს შემწვარი თეთრი ნუდლსი შავ სოიოს სოუსში და ჩინური სოსისით თითქმის ყველა რესტორანში მზადდება. შეფები მას მაღალ ტემპერატურაზე ამზადებენ.

Hokkien prawn mee

ეს ნუდლსია ქათმით ან ღორის ხორცით შეზავებული სოიოს სოუსში, ძმარში და ჩილით. სინგაპურულ ვერსიაში კვერცხის ნულდსით ამზადებენ.

Barbecued stingray

ეს პოპულარული ზღვის პროდუქტების კერძია ქუჩის დახლებიდან. კლასიკური ვერსია მოიცავს პომიდვრის, ჩლის და კრევეტის პასტას გახვეულს ბანანის ფოთოლში და გამომცხვარს გრილში.

Fish head curry

ესაა უზარმაზარი თევზის თავი და ბოსტნეული მომზადებული ქარიში და მორთული ბრინჯით. მას როგორც წესი აყოლებენ ლაიმის წვენს.

Satay

გრილზე მომზადებული ხორცი თხილის სოუსში და გაფორმებული კიტრით მზადდება ან ღორის ან ქათმის ხორცისგან.

Char siew meats

ეს პოპულარული სინგაპურული კერძი ჩინური წარმოშობისაა და წარმოადგენს ღორის ბარბექიუს სოუსში, რომელსაც აყოლებენ ბრინჯს ან ნუდლს.

Bak kut teh and rice

ეს ღორის ნეკლნის სუპი მწვანილით და საკმაზებით სოიოს სოუსში კეთდება და როგორც წესი მას აყოლებენ ბრინჯს და მიირთმევენ საუზმეზე.

Nasi lemak

ეს მსუყე კერძი მზადდება ქოქოსის ბრინჯით, ომლეტის ნაჭერით, კიტრით, წიწაკის და ჩილის პასტით და ეხვევა ბანანის ფოთოლში.