კუნძულებით ინდოეთის ოკეანეში, მთებით და მდიდარი ფაუნათი, ტანზანია აფრიკაში მოგზაურების მსურველებისთვის ტოპ მიმართულებაა. შენი მეგზური აქ დაუვიწყარ დასვენებას დაგიგეგმავთ დარჩევებსაც გაგიზიარებთ.
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
1. ნუ წახვალთ ძალიან ცოტა ხნით
ტანზანიის ბუნების შესაგრძნობად 1 კვირაც კი არაა საკმარისი. უმჯობესია თუ აქ 2 კვირას გაატარებთ, 3 კვირა კი იდეალური ვარიანტია. დაათვალიერეთ ველური პარკები, სანაპიროები, დალაშქრეთ კილიმანჯარო, ეწვიეთ სოფლებს და აშ.

2. გადადეთ რაიმე რაოდენობის თანხა ჩაის დასატოვებლად
ტანზანიაში და განსაკუთრებით საფარიში იქონიეთ ჩაი მძღოლებისთვის, გიდებისთვის ან მზარეულებისთვის, რომლებიც თქვენ მგზავრობას დასამახსოვრებელს და კომფორტულს ხდიან. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

3. გაითვალისწინეთ სეზონი
ტანზანიაში მოგზაურობა მთელი წლის მანძილზეა შესაძლებელი, მაგრამ გაითვალისწინეთ სეზონი. იმოგზაურეთ მშრალ თვეებში ივნისიდან სექტემბრამდე ველურ ცხოვრებაზე დასაკვირვებლად და სალაშქროდ კილიმანჯაროს ბილიკებზე. ეწვიეთ სველ თვეებში თებერვალიდან მაისამდე ჩიტებზე დასაკვირვებლად, დაბალი ფასებისთვის და ნაკლები ხალხისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ მარტიდან მაისამდე წვიმიანი თვეებია, მაგრამ მზე მაინც ხშირად გამოდის.

4. პარკებში საკრედიტო ბარათი გამოგადგებათ, სხვაგან კი ქეში დაგჭირდებათ
ეროვნულ პარკებში შესვლისთვის საკრედიტო ბარათით გადახდა მოგიწევთ. სხვაგან კი ქეში დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ხურდა შეიძლება არ ჰქონდეთ და პატარა კუპიურებს მიანიჭეთ უპირატესობა.

5. სადილობის ეტიკეტი
საჭმლის მირთმევამდე არ გაგიკვირდეთ თუ ხელსაბანს, საპონს და პირსახოცს მოგიტანენ. სადილი აქ აუცილებლად მოიცავს უგალის, ტრადიციულ მისაყოლებელს. ხელის დაბანის რუტინას სადილის შემდეგაც გაიმეორებენ.

6. მიაქციეთ ყურადღება ჩაცმულობას, განსაკუთრებით სანაპიროზე
ტანზანია კონსერვატიული საზოგადოებაა, განსაკუთრებით სანაპირო ზოლის დიდ ნაწილში მუსლიმები ცხოვრობენ. საჯარო სივრცეებში მიზანშეწონილია სამოსი, რომელიც მხრებს და მუხლებს ფარავს.

7. აირჩიეთ ავტობუსის ჩრდილიანი მხარე
ხანგრძლივი მგზავრობისთვის, დასხედით მზისგან მოშორებით. ყველაზე კომფორტულია წინა ფანჯრებთან სხდომა. რადგანაც მსგავს ადგილებზე დიდი მოთხოვნაა, დაჯავშნეთ წინასწარ ან მიდით სადგურში ადრე.

8. უფრთხილდით კოღოებს
სასტუმროების უმეტესობას აქ კოღოების საჭერი ან კონდიციონერები აქვს, რადგანაც ფრინველებს სიცივე არ უყვართ. თავადაც იქონიეთ რაიმე პირადი თავდაცვის საშუალება.

9. ადგილობრივები ძალიან მეგობრული ხალხია
შესაძლოა შორიდან ტანზანიის მაცხოვრებლები ცივები და არამეგობრულები გეგონოთ, მაგრამ იმ მომენტიდან მოყოლებული რაც მათ შეხვდებით, აღმოაჩენთ რომ მათზე მეგობრული ადგილობრივები მოგზაურობის დროს ნამდვილად იშვიათად გვხვდებიან. ისინი იღიმიან, ხელს გიქნევენ, გეგებებიან და სიკეთეს ამჟღავნებენ.

10. წყალი
ტანზანიაში წყლის დალევა მიზანშეწონილი არაა. ბოთლის წყალი იაფია და ბევრგან იყიდება.

11. ინტერნეტი
უცნაურია, მაგრამ ტანზანიაში ინტერნეტი მშვენივრად მუშაობს. ინტერნეტის შეძენაც აქ საკმაოდ იაფია.











