ამერიკის ყველაზე ცნობილი მეტროპოლისი, ნიუ-იორკი ლეგენდარული ღირსშესანიშნაობებით და ცოცხალი ატმოსფეროთი გამოირჩევა. შენი მეგზური იქ ჩასვლამდე საინტერესო რჩევებს გაგიზიარებთ:
ნიუ-იორკი იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ მანჰეტენი
მანჰეტენი არაჩვეულებრივია თავისი ცენტრალური პარკით და მეტროპოლიტენის მუზეუმით, მაგრამ აღმოაჩინეთ ნიუ-იორკი მის მიღმაც. აღსანიშნავია ქვინსი, ქალაქის უდიდესი და ყველაზე მრავალფეროვანი უბანი, სადაც ქალაქში საუკეთესო კერძებს დააგემოვნებთ. მანჰეტენის ჩრდილოეთით მდებარე ბრონქსი ცნობილია ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღით. მანჰეტენის და ქვინსის სამხრეთით მდებარე ბრუკლინი კი საოცარ წყლისპირა პარკებს აერთიანებს, რომლებიც გვთავაზობენ საუკეთესო ხედებს მანჰეტენზე, ცოცხალ ღამის ცხოვრებას და მსოფლიო დონის გამოფენებს ბრუკლინის მუზეუმში. სტეიტენის კუნძულზე კი შეგიძლიათ გადაყვეთ ბორანს და იხილოთ თავისუფლების ქანდაკება წყლიდან.

ტრანსპორტი
ტაქსის ნაცვლად გამოიყენეთ მეტრო ან ავტობუსი. ნიუ-იორკის მეტრო და ავტობუსები 24/7-ზე მუშაობენ და ქალაქის საცობებიდან გამომდინარე, სანდო და სწრაფი საშუალებებია.
ველოსიპედი კიდევ ერთი მშვენიერი იდეაა ნიუ-იორკის აღმოსაჩენად
თუ გსურთ ნამდვილი ნიუ-იორკელივით გადაადგილდეთ, გამოიყენეთ ველოსიპედი. აქ ბევრგან გადააწყვდებით ველოსიპედის ქირაობას. ყველაზე პოპულარული ველობილიკი მაინც ბრუკლინის წყლისპირა ნაწილი და მანჰეტენის დასავლეთ სანაპიროა.

დააგემოვნეთ ქალაქის გლობალური მენიუ
ნიუ-იორკი ცნობილია მისი მდიდარი კულინარიული სცენით. აქ როგორც მაღალი კლასის რესტორნები, ასევე არაჩვეულებრივი ქუჩის კვებაა. აღმოაჩინეთ ექსტრაორდინალური კერძები მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, ჩინური, ტაილანდური, კორეული და ვიეტნამური საკვები, რომლებიც ამ ქვეყნებში გამოგზაურებთ. არ მიირთვათ პიცა დანა-ჩანგლით. ნიუ-იორკელებისთვის პიცა ისეთივე საყვარელი საჭმელია, როგორც იტალიელებისთვის. ამიტომაც, გაითვალისწინეთ მათი ჭამის ეტიკეტი.

ყურადღებით იყავით პირად ნივთებთან
ნიუ-იორკი უსაფრთხო ქალაქსია, თუმცა ტურისტული არეალებისგან მოშორებით კრიმინალი მაინც ფიქსირდება. ჯიბის ქურდობა მოსალოდნელია, ამიტომაც ყურადღებით იყავით ტელეფონთან.
ატარეთ ქეში
ნაღდი ფული მეფეა, განსაკუთრებით ნიუ-იორკში! აქ ბევრი ადგილი, მათ შორის დელიკატესების მაღაზიები და ნიუ-იორკის საუკეთესო “დაივ-ბარები” საერთოდ არ ინტერესდებიან საკრედიტო ბარათებით. ნაღდი ფულის ქონა იმასაც ნიშნავს, რომ მზად ხარ ქუჩის მუსიკოსებსაც დაუტოვო ხურდა, თუკი ამის სურვილი გაგიჩნდება.

მაგიდის პოვნა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ არა ყოველთვის
თუ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში მაგიდის დაჯავშნა გსურს, ეცადე ეს რაც შეიძლება ადრე გააკეთო.
გამოიყენე Resy: ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა. როგორც კი მაგიდა გათავისუფლდება, მაშინვე მიიღებ შეტყობინებას. თუ ქალაქის სხვა მაცხოვრებლებივით შენც გიჭირს ყველაზე პოპულარულ ახალ რესტორნებში მოხვედრა, სცადე იქ მიხვიდე ადრე, თუნდაც დღის 4 საათზე. შეგიძლიათ ბართან დაიკავოთ ადგილი ან მომლოდინეთა სიაში ჩაეწეროთ.
ტროტუარზეც ისეთივე წესები მოქმედებს, როგორიც საგზაო მოძრაობაში
ფეხით სიარული ნიუ-იორკელებისთვის გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. თუ ძალიან ნელა სიარულს აპირებთ, ეს გონივრულად გააკეთეთ. ტროტუარი აქ იგივე ორზოლიანი ავტომაგისტრალია: იარეთ მარჯვენა მხარეს. ერთმანეთის გვერდიგვერდ 2-ზე მეტი ადამიანი არ დადგეთ. უფრო სწრაფ ქვეითს ყოველთვის აქვს უპირატესობა. ისევე როგორც საჭესთან არ უნდა წეროთ მესიჯები, ნიუ-იორკში ტელეფონში ყურება სიარულის დროსაც სახიფათოა გამოუცდელი ტურისტისთვის. თუ მნიშვნელოვანი მესიჯის წაკითხვა გჭირდებათ, ნელა გადაინაცვლეთ ტროტუარის კიდეზე. უცებ ნუ გაჩერდებით და 180 გრადუსით ნუ შემობრუნდებით გაფრთხილების გარეშე; ეს საშიშია. ამით შეიძლება ვინმე, ვისაც ხელში ცხელი ყავა უჭირავს, პირდაპირ შეგეჯახოთ. ტელეფონზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მინიმალური მოთხოვნაა, გზას უყუროთ.











