გასაოცარი დუბროვნიკი იუნესკოს განსაკუთრებულ სიაშია შეყვანილი თავისი ბუნებით, სანაპირო ზოლით, სოფლებით და “Game of Throne”-თან დაკავშირებული პოპ კულტურით. ის ქვეყნის ბოლო ქალაქია მონტენეგრომდე და ბოსნია ჰერცოგოვინასთანაც მოკლე მანძილი აშორებს. საერთაშორისო საზღვრებით შემოფარგლული დუბროვნიკი რეგიონის განსაკუთრებული გულია. ჩვენ აქ მოგზაურობამდე რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
1. დაგეგმეთ იმაზე მეტის მონახულება, ვიდრე ძველი ქალაქია
ბევრი ვიზიტორი დუბროვნიკში ჩასვლისას შეცდომას უშვებს როცა მისი ძველი ქალაქის ფარგლებს არ ცდება. გაატარეთ 1 ან 2 დღე ქვით ნაშენი ქუჩების და ღირსშესანიშნაობების გამოკვლევაში. იხილეთ ბუმბერაზი სასახლეები, კოშკურები და ტაძრები ისტორიული ცენტრის მიღმა. ნახეთ პორტში მდებარე თევზის ბაზრობები, გაიარეთ სანაპიროებზე. გაყევით ბორანს ახლომდებარე კუნძულებზე: ლოკრუმზე, მიჯეტზე და აშ.

2. ჩალაგდით ჭკვიანურად
თუ დუბროვნიკში ზაფხულში მიდიხართ, კაბებთან და შორტებთან ერთად, თხელი შარფი და წვიმისთვის განკუთვნილი ჟაკეტიც წაიღეთ გრილი საღამოებისთვის და ზაფხულის წვიმისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში აქ ხშირადაა ქარი და წვიმა.

3. დაჯავშნეთ დასარჩენი და რესტორნები წინასწარ
პატარა დუბროვნიკში სეზონზე საკმაოდ ბევრი ხალხია და ადგილებიც ყველგან სწრაფად იჯავშნება. სასტუმროების და სახლების ადრიანად დაჯავშნის გარდა, გირჩევთ სასურველ რესტორნებშიც ადგილების რეზერვაციას მიმართოთ.

4. იარეთ ფეხით ან ავტობუსით
დუბროვნიკის შემოვლა ფეხით თავისუფლადაა შესაძლებელი. აქ ავტობუსების ხაზიც საკმაოდ გამართულად მუშაობს. ამიტომაც, ტაქსის ან მანქანის ქირაობის აუცილებლობა არ დგას.

5. ძველ ქალაქში უმჯობესია თუ შესაფერისად მოიქცევით
მართალია დუბროვნიკი სანაპირო ქალაქია და ზღვაზე დასვენების მიმართულებად აღიქმება, თუმცა ძველი ქალაქი სავსეა სკოლებით, ეკლესიებით და ინსტიტუციებით, ასე რომ სასურველია პატივი სცეთ მას. დუბროვნიკის ძველ ქალაქში საცურაო კოსტიუმებით სიარული მიღებული არაა და ყველას ჩაცმულებს ნახავთ.

6. აიღეთ დუბროვნიკის ბარათი
დუბროვნიკის ბარათის საშუალებით მოინახულებთ მთავარ ღირსშესანიშნაობებს, გექნებათ უფასო ავტობუსის ბილეთები და ფასდაკლებები მაღაზიებსა და რესტორნებში. შეგიძლიათ აიღოთ ერთდღიანი, სამდღიანი ან შვიდდღიანი ბარათი და მისი საშუალებით მოინახულებთ ისტორიულ კედელს და მუზეუმებს.

7. გადაიხადეთ ბარათით, მაგრამ ჩაი დაუტოვეთ ქეშად
ჩაის დატოვება აუცილებელი არაა, თუმცა სასურველია. რესტორნებსა და ბარებში გადახდა შეგიძლიათ ბარათით, თუმცა ჩაისთვის მოიტოვეთ ცოტაოდენი ქეში.

8. მიირთვით ესპრესო
ხორვატიელებს ყავის დალევა ძალიან უყვართ. ეს მათთვის სოციალური რიტუალი და საყვარელი აქტივობაა, ამიტომაც თუ ყავაზე დაგპატიჟებენ, უარი არ უნდა უთხრათ. მიირთვით ესპრესო ან ბიჟელა (ლატე). რაც მთავარია, არ დალიოთ თან წასაღებ ქაღალდის ჭიქაში.

9. შეიძინეთ ბოთლის წყალი და შეავსეთ შადრევანში
დუბროვნიკში ონკანის წყალს სვამენ და ძველ ქალაქში შეგიძლიათ ბოთლი შადრევნის წყლიდან შეივსოთ. მაგალითად Onofrios-დან დალიოთ.

10. დაისვენეთ და ისიამოვნეთ, თუმცა მაინც იყავით ფრთხილად
დუბროვნიკი ძალიან უსაფრთხო ქალაქია დღისითაც და ღამითაც. მიუხედავად იმისა, რომ აქ კრიმინალის რიცხვი დაბალია, ხალხმრავლობაში მაინც ფრთხილად იყავით ჯიბის ქურდებთან.











