ტაილანდის ცნობილმა სანაპირო კურორტმა პატაიამ წლების მანძილზე სერიოზული რეპუტაცია შეიქმნა. ის ტაილანდის დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და მოხერხებული ადგილია ქვიშით, მზით და ზღვით დასატკბობად. პატაია სანაპირო დასვენებისთვის იდეალური მიმართულებაა.

1. გამოიკვლიეთ ნონგ ნოშის ტროპიკული ბოტანიკური ბაღი

Nong Nooch Village გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მთელი ოჯახისთვის. გაისეირნეთ ფერად თემატურ ბაღებში, მათ შორის ტროპიკულში, მე-17 საუკუნის ფრანგულ და ევროპის რენესანსულ ბაღში. დაგხვდებათ ბონსაის ხეებიც. განსაკუთრებით მომხიბვლელია ორქიდეების ზოლი. შეგიძლიათ დასათვალიერებლად დაიქირაოთ ველოსიპედი.

მისამართი: 34/1 Moo 7 Na Jomtien

2. იზრუნეთ რუჯზე ჯომტიენის სანაპიროზე

Jomtien Beach – 6 კილომეტრი სიგრძის სანაპიროა, რომელიც პატაიაზე ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ითვლება. შეგიძლიათ დაკავდეთ წყლის სპორტული აქტივობებით. აქ მდებარე კაფეებში კი დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს.

3. აღმოაჩინეთ “სიმართლის საკურთხეველი”

Sanctuary of Truth მასიური მონუმენტია, აგებული მთლიანად ხისგან. ის ააგეს რათა პატივი მიეგოთ ანტიკური რელიგიებისა და ფილოსოფიისთვის. ცხოვრების ციკლი, უტოპია და ადამიანური ურთიერთობები ამ ხელოვნების ნიმუშის მთავარი თემებია.

მისამართი: 206/2 Moo 5, Soi Naklua 12

4. მოინახულეთ საყდარი: Wat Yansangwararam

ეს ტაილანდის მორიგი შთამბეჭდავი საყდარია, რომელიც აქაური კულტურის ღირებულებებს წარმოგვიდგენს. მთავარ კომპლექსში ძვირფასი ბუდისტური რელიქვიებია დაცული და იხილავთ ჩინურ პავილიონებს.

5. ადით დიდი ბუდას ქანდაკებასთან

Wat Phra Yai – 18 მ. სიმაღლის ოქროს ქანდაკებაა, რომელიც მშვიდად უყურებს პატაიას მთიდან. ადით კიბეებზე, რომელსაც ორივე მხარეს გიგანტური გველის ქანდაკებები მიუყვება, რათა ქანდაკება ახლოდან იხილოთ. დაგხვდებათ ულამაზესი ზედხედიც.

6. 1 დღით ეწვიეთ კორალის კუნძულს

30 წუთიანი ნავის ან 45 წუთიანი ბორნის ტურით გადით პატაიადან კუნძულზე სახელად: Koh Larn. ის პატარა, მშვიდი კუნძულია თეთრი სანაპიროებით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით.

7. გაგრილდით რამაიანას  აკვაპარკში

Ramayana Water Park – ტაილანდის უდიდესი და საუკეთესო აკვაპარკია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი გაერთობა. აქ ბევრი ფერადი სასრიალო და გასართობია.

მისამართი: 9 Moo 7 Ban Yen Road

8. გაიარეთ მცურავ ბაზრობაზე

პატაიას ერთადერთ მცურავ ბაზრობაზე შეიძენთ სუვენირებს, ხელოვნების ნიმუშებს და ტანისამოსს. ეს საუკეთესო ადგილია ეგზოტიკური სამზარეულოს დასაგემოვნებლად. საუკეთესო გზა, რომ ბაზრობა გამოიკვლიოთ ნავის დაქირავებაა. ამას უბრალოდ ბაზრობაზე შესასვლელი ბილეთით მოახერხებთ.

მისამართი: 451/304 Mu 12, Sukhumvit Road, Tambon Nong Prue

9. დაათვალიერეთ მინიატურული სამყარო

ტაილანდის და მსოფლიო საოცრებების სანახავად ამ პარკს უნდა ეწვიოთ: Mini Siam. აქ ცნობილი ღირსშესანიშნაობების პატარა ვერსიები დაგხვდებათ. მაგალითად, პარიზის ტრიუმფალური თაღი, სიდნეის ოპერა, ლონდონის თაუერის ხიდი და ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება.

მისამართი: 387 Moo 6 Sukhumvit Road, Pattaya City Naklua

10. პატაიას წყლისქვეშა სამყარო

Underwater World Pattaya შეიძლება ისეთივე დიდი არაა, როგორც მსოფლიოს სხვა აკვარიუმები, მაგრამ ნამდვილად შთამბეჭდავ წყლის ბინადრებს წარმოგვიდგენს. აქ საკმაოდ ახლოს იქნებით ზვიგენებთან და უზარმაზარ მედუზებთან.

მისამართი: 22/22 Moo 11,Sukhumvit Road, Nongprue, Banglamung

11. და ბოლოს, იხილეთ კლდეზე გამოკვეთილი ბუდა

ბუდას მთად წოდებული – Khao Chi Chan, მსოფლიოში ყველაზე დიდ ბუდას გამოსახულებას გვთავაზობს. მისი სიმაღლეა 109 მეტრი. ის ქვაზე სპეციალური ლაზერული ტექნოლოგიით ამოკვეთეს. მიმდებარედ გაისეირნებთ მშვიდ ბაღში ტბით და ბილიკებით.