ტაილანდური ნუდლსების და პაპაიას სალათის მიღმა, ფუკეთი მრავალფეროვან კერძებს წარმოგვიდგენს. ფუკეთში არსებული ავთენტური საჭმლისა და სასმლის გამო, მას “იუნესკოს გასტრონომიის ქალაქსაც” უწოდებენ.

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

ისაუზმეთ როგორც ადგილობრივმა: kanom jeen kaeng kra-ti

ეს თეთრი ბრინჯის ნუდლსის კერძია, რომელსაც ოჯახურ სადილზე აზიარებენ და კარის საკმაზით რთავენ. ფუკეთში კარი ქოქოსის რძეზე მზადდება. ეს კერძი აქ ტრადიციული საუზმეა და შეგიძლიათ მიაყოლოთ სხვადასხვა მწვანილი.

გაგრილდით: Cha-chak

ჩა-ჩაკი ფუკეთის ის რძიანი ჩაია, რომლის მსგავსსაც მალაიზიაშიც ვხვდებით. უბრალოდ მალაიზიაში მას ცხელს სვამენ, ხოლო ფუკეთში ცივს. ჩა-ჩაკი ტკბილია და კარამელის გემოც დაჰკრავს. ინგრედიენტებში შედის შავი ჩაი, ჟასმინი და ტაილანდური მწვანე ჩაის ფოთლები. გირჩევთ დააგემოვნოთ ფუკეთის ძველ ქალაქში.

დამპლინგები: Dim Sum

ყვავილის ფორმის ეს დამპლინგები ჩინური სამზარეულოს კერძია თუმცა ისინი ტაილანდშიც მრავალფეროვანი და გემრიელია სხვადასხვა შიგთავსით.

ჰოკიენის ნუდლსით სავსე ჯამი: Mee Hokkien

ჰოკიენის ნუდლსი კვერცხის ნუდლსია, რომელსაც ტრადიციულად ღორის ხორცთან მიირთმევენ. მას ძალიან უხდება ცივი ქრიზანთემას ჩაი.

წაიხემსეთ: roti & pandan chicken curry

ფუკეთის ქათმის კარი საკმაოდ გაჯერებული საკმაზია და მისი როთისთან მიყოლება ადგილობრივებს ძალიან უყვართ. აქ როთის კარის გარეშეც მიირთმევენ როგორც დესერტს.

დესერტი: O-aew dessert

ეს ტკბილი დესერტი ტაილანდის საფირმო დესერტია, რომელსაც შაქრისგან, საზამთროსგან და სხვადასხვა ტოპინგებისგან ამზადებენ. ფუკეთში მის დასაგემოვნებლად გირჩევთ: One Chun Cafe და Tu Kab Khao.

სუპი: tŏm som pla soup

ეს თევზის სუპი მისი ინგრედიენტების წყალობით, საკმაოდ სასარგებლოა. მისი პოპულარული ვერსია მოიცავს ბოსტნეულს, ბანანს, ანანასს და ფორთოხალს.

ვეგეტარიანული კვება: ღორის, საქონლის და ქათმის ხორცი ფუკეთის სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტებია, მაგრამ აქ კლასიკური კერძების ვეგეტარიანულ ვარიანტებსაც ამზადებენ. მაგალითად, ტომ იუმი: ვეგეტარიანული სუპი, ჰოკიენის ნუდლსი ტოფუთი და ბოსტნეულით.

ასევე, ღირს გასინჯოთ: Kapek pad goong (კრევეტების კერძი) და Kanom tao daeng (წითელი ნამცხვარი).