მარშრუტები

რა მოვინახულოთ ანკარაში თუ მხოლოდ 1 დღე გვაქვს

თურქეთის დედაქალაქი ისეთივე პოპულარული არაა, როგორც სტამბოლი, თუმცა მას თავისი შარმი მაინც აქვს. 24 საათი საკმარისია იმისთვის, რომ აქ ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ხელოვნების გალერეები, მუზეუმები და მაღაზიები დაათვალიეროთ და დრო სასიამოვნოდ გაიყვანოთ.

  • ეწვიეთ ანიტკაბირს

ანკარას მთავარი ღირსშესანიშნაობა მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმია (Anitkabir), თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის. შთამბეჭდავი არქიტექტურული ნიმუში მარმარილოსგან და ბეტონისგანაა აგებული და თავისებურ ესთეტიკას ქმნის.

  • დატკბით ხელოვნებით CerModern-ში

მატარებლის ყოფილ სადგურში არსებული მუზეუმი, თურქეთის თანამედროვე ხელოვნების უდიდესი ჰაბია. აქ მთელი ევროპის არტისტებს ბრწყინვალე გამოფენები აქვთ მიძღვნილი. აღსანიშნია მუზეუმის კაფეც, თავისი არქიტექტურითა და სახლში მომზადებული კერძებით.

  • იშოპინგეთ Çıkrıkçılar Yokuşu-ზე

გაისეირნეთ ღია ბაზრობების გამზირზე ანკარაში, სადაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად, თქვენი მოგზაურობის დასამახსოვრებლად სუვენირებსაც შეიძენთ. აქ ბევრი ხელნაკეთი სამკაული, ანტიკვარული ნივთი და იაფი სამოსია. ქვაფენილიანი ქუჩები პატარა მთაზე აგიყვანთ, საიდანაც ქალაქზე და ტრადიციულ თურქულ ბაზრობაზე ლამაზი ხედები იშლება.

  • შეისწავლეთ თურქეთის წარსული ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმში

ანკარას ძველი ქალაქის მორიგი ღირსშესანიშნაობა ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმია, რომელიც ყოფილი ოტომანური ბაზრობის შენობაში მდებარეობს. მუზეუმის შიგნით გასაოცარ გამოფენებს იხილავთ: ასირიულ, ბერძნულ, რომაულ, ბიზანტიურ თუ ოტომანური იმპერიების არტეფაქტებს – პალეოლითური და ნეოლითური ხანებიდან.

  • იშოპინგეთ Tunalı Hilmi-ზე

ეს ქუჩა ანკარას სიცოცხლით სავსე ადგილია, სადაც ბევრ კაფე-რესტორანს და ცნობილი ბრენდების მაღაზიებს იხილავთ. შეაფასეთ ბეიმენის და ვაკოს მაღაზიებიც – ცნობილი თურქული დიდი ბრენდების.

  • დაისვენეთ კუგულუს პარკში

ანკარაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს პარკი ძალიან ნოსტალგიურია, რადგანაც ადგილობრივები აქ გედების გამოსაკვებად ხშირად მოდიან. დაისვენეთ და დააკვირდით თურქების ყოველდღიურ ცხოვრებას.

  • გაერთეთ Gençlik Park-ში

ეს ანკარას ცენტრალური მწვანე სივრცეა. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ, პიკნიკი მოიწყოთ და ატრაქციონებზე ისიამოვნოთ. პარკში დიდი ტბა და შადრევნებით მორთული ხეივანი მდებარეობს. ბავშვებთან ერთად 2-3 საათს აქ თავისუფლად გაიყვანთ.

  • დაათვალიერეთ ჰამამონუს უბანი

Hamamönü Neighborhood ანკარას პატარა, ტრადიციული უბანია ხის ოტომანური პერიოდის სახლებით, რომლებიც დღეს სრულადაა აღდგენილი. აქ სასიამოვნო კაფეები და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები დაგხვდებათ. ჰამამონუ ძველი ანკარაა თანამედროვე ცხოვრებაში, რადგანაც ავთენტური ძველი არქიტექტურა დღევანდელობას ერგება.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

თურქეთითურქეთი
თურქეთი17 აპრ 2026

ტაო კლარჯეთი და კაბადოკია: დაუვიწყარი ტური

ტური ტაო-კლარჯეთსა და კაბადოკიაში: ერუშეთის უღელტეხილი, ბანას კათედრალი, გორემი, დერინქუიუ და ურგუპი. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

ავსტრალიაავსტრალია
ავსტრალია7 აპრ 2026

10 მიმართულება ბორნით დაუვიწყარი ხედებისთვის

10 ბორანი საუკეთესო ხედებით: ჰონგ კონგის სტარ ფერი, სან ფრანცისკო, სიდნეი, ნიუ-იორკი, ბოსფორი სტამბოლში, ზადარი, აუკლენდი და პორტოფინო.

თურქეთითურქეთი
თურქეთი19 დეკ 2025

სტამბოლი

ბოსფორი ევროპასა და აზიას შორის, მეჩეთები მზის ჩასვლისას, ძველი ქუჩები, ბაზრები და ჩაი პატარა ჭიქებში: სტამბოლის განწყობა ერთ ჩანაწერში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე