გსურთ, რომ პარიზის ხმაურს და ქაოსს ერთი დღით გაექცეთ? ჩვენ ამისათვის 5 ულამაზეს სოფელს გირჩევთ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის არეალში მდებარეობენ.
Auvers-sur-Oise – ვან გოგის კვალდაკვალ
პარიზიდან 50 კმ
ვალ დუაზის კომუნაში ვინსენტ ვან გოგმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი 2 თვე გაატარა. აქ ნახავთ ადგილს, სადაც მხატვარი რჩებოდა, ექიმ გაშეტის სახლს, სადაც მკურნალობდა, ნოტრ-დამის ეკლესიას, რომელიც მან დახატა და სახლებს, რომელიც სხვა იმპრესიონისტების ნახატებშიც გვხვდებიან.
La Roche-Guyon – სოფელი 2 შატოთი
პარიზიდან 70 კმ
ორ პლატოს შორის მდებარე სოფელი ცნობილია მისი ორი განსაკუთრებული შატოთი. პირველი შუასაუკუნოვანი სასახლე მთელს ველზე დომინირებს. მეორე, მე-18 საუკუნეშია აგებული მთის ძირას.
Moret-sur-Loing – ყველაზე რომანტიკული სოფელი ილ-დე-ფრანსში
პარიზიდან 80 კმ
ეს სოფელი იდეალური ადგილია რომანტიკული დღის გასატარებლად. გაისეირნეთ მდინარე ლოინგის სანაპიროებზე, გადადით შუასაუკუნეების დროინდელ ხიდზე, იხილეთ ანტიკური წისქვილები და ეწვიეთ შაქრის მუზეუმს.
Chevreuse – სადაც მდინარე მშვიდად მიედინება
პარიზიდან 40 კმ
პარიზთან მდებარე ეს ფოტოგენური სოფელიც შუასაუკუნეების ნანგრევებს ინახავს. მდინარე ივეტის არხის გარშემო დატკბებით სიმწვანით, ულამაზესი სახლებით და ხიდებით. აღმოაჩინეთ ეს პატარა მაგიური სივრცე!
Giverny – კადრები იმპრესიონისტების ნახატებიდან
პარიზიდან 90 კმ
ჟივერნი მე-19 საუკუნის ბოლოდან ცნობილ მხატვარ კლოდ მონესთანაა კავშირში. ეს სოფელი პარიზიდან საათნახევრის გზაზე მდებარეობს და ნორმანდიაში ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია. ეწვევით მხატვრის ვარდისფერ სახლს და მშვენიერ ბაღებს, მოინახულებთ იმპრესიონიზმის მუზეუმს და ზღვა ინსპირაციას მიიღებთ ხედებისგან.