პრაღა მხოლოდ შუასაუკუნოვანი ქვაფენილიანი ძველი უბანი არაა! ჩეხეთის დედაქალაქის სხვა უბნებსაც საოცარი ატმოსფერო, მუზეუმები, საუკეთესო რესტორნები, ლუდის ბარები და პარკები აქვს. პრაღის არაჩვეულებრივი სატრანსპორტო სისტემის წყალობით აქ სხვა უბნებსაც იოლად და კომფორტულად მოინახულებთ.
1. Staré Město / ძველი ქალაქი
საუკეთესო უბანი ღირსშესანიშნაობებისთვის
პრაღის შუასაუკუნოვანი გული სავსეა ქალაქის მთავარი ძეგლებით. ძველი ქალაქის მოედანი მოიცავს ევროპის საუკეთესო შენობებს, მათ შორის მერიის ნაგებობას და ასტრონომიულ საათს. აქ არის ებრაული მუზეუმიც და ქვის ანტიკური ჩარლზის ხიდიც.
2. Malá Strana / პატარა უბანი
საუკეთესო წყვილებისთვის
ბაროკოს გუმბათებით და გამომწვარი თიხის სახურავებით, მალა სტრანა იდეალური ადგილია წყვილებს თავი ზღაპარში რომ ეგონოთ. აქ ბევრი ბუტიკ სასტუმრო, ანტიკური ბაღები და კაფეებია. პატარა უბანი ძველ უბანს ჩარლზის ხიდით უკავშირდება. მდინარე ვლტავას პირას ჩამოჯდომა კიდევ ერთი რომანტიკული აქტივობაა. აქ ნახავთ ფრანც კაფკას მუზეუმს, ჯონ ლენონის გრაფიტის კედელს და პეტრინის კოშკს, რომელიც ეიფელის კოშკითაა შთაგონებული.
3. Nové Město / ახალი ქალაქი
საუკეთესო უბანი მუზეუმებისთვის
დატვირთული შოპინგ ქუჩებით და საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებით, ნოვე მესტო ნაკლებად ყვირის ჩეხურ კულტურას. მაგრამ, ნეჩესლას მოედნის გარშემო საოცარ მუზეუმებს აღმოაჩენთ. მათ შორისაა ეროვნული მუზეუმი ისტორიის და ნეო-რენესანსის კოლექციებით; პრაღის ქალაქის მუზეუმი, კომუნიზმის მუზეუმი და ინტერაქციული ეროვნული კინოს მუზეუმი. შაბათობით ეწყობა ჩეხური კვების ბაზრობები.
4. Karlín / კარლინი
საუკეთესო უბანი კაფე-რესტორნებისთვის
კარლინი პრაღის საკვები მიმართულებაა. აქ ბევრ სხვადასხვანაირ რესტორანს და საკონდიტროს ნახავთ. ქალაქის ცენტრთან ტრამვაით და მეტროთი კარგად დაკავშირებული უბანი ბიუჯეტურ ბარებსაც გთავაზობთ იქვე ჩამოსხმული ლუდით.
5. Vinohrady & Žižkov / ვინორადი და ჟიჟკოვი
საუკეთესო უბნები ღამის ცხოვრებისთვის
ვინოჰრადის ქუჩები ბოჰემური და გრაფიტით მორთულია და მათ ჟიჟკოვამდე მივყავართ. მათ ვისაც პრაღაში გართობა ტურისტულად სავსე ქალაქის ცენტრის მიღმა სურს, სწორედ ამ უბნებს უნდა მოაკითხოს. ვინორადი ერთ დროს ვენახებით იყო დაფარული. აქ მზის ჩასვლა განსაკუთრებით ლამაზია სვეტების მიღმა.
6. Holešovice / ჰოლეშოვიჩი
საუკეთესო ოჯახური მოგზაურობისთვის
ამ უბანში ორი უზარმაზარი გასართობი პარკია: სტრომოვკა და ლეტნა. ჰოლეშოვიჩში ნახავთ ტექნიკურ და აგრიკულტურის მუზეუმებს, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. აქ ასევე არის დიდი ბიერ გარდენი ქალაქზე ხედებით. ლეტნას ბაღები ჭკვიანური არჩევანია, როდესაც ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ.