ცოტაოდენი ტურისტით და ჯადოსნური ატმოსფეროთი, პრაღა ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული ევროპული მიმართულებაა. მაგრამ, დეკემბრიდან თებერვლამდე დაბალი ტემპერატურის გამო, ხშირად დაგჭირდებათ თბილ ინტერიერში შესვლა და გემრიელი ცხელი სასმლითა და საკვებით გათბობა. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს წარმოგიდგენთ:

1. Café Savoy/კაფე სავოი

არტ ნუვოს ინტერიერით და ჭაღებით, კაფე სავოი ნამდვილად მოგხიბლავთ. აქ ადგილობრივები ტურისტებთან ერთად საუზმობენ თუ ვახშმობენ. რომელიმე მაგიდასთან მოკალათებით აუცილებლად იგრძნობთ ნამდვილ პრაღულ შარმს. მიირთვით ცხელი შოკოლადი ქუჩებში სეირნობის გაგრძელებამდე.

2. Oliver’s Coffee Cup/ოლივერის ყავა

პრაღის მთავარი ვენსლას მოედნის ქაოსს ამ კაფის უზარმაზარი ფანჯრიდან შეგიძლიათ დააკვირდეთ. ოლივერის კაფეტერია მეგობრის მისაღებ ოთახს ჰგავს, ძველი წიგნებით და დეკორით. ამბობენ, რომ აქ პრაღაში ერთ-ერთი საუკეთესო ყავა მზადდება. მიირთვით სახლში მომზადებული ნამცხვრებიც და მოკალათდით რბილ სავარძლებზე.

3. Globe Bookstore & Café/წიგნის მაღაზია და კაფე

ამ კაფეში აღმოაჩენთ ხის თაროებზე განთავსებულ უამრავ ახალ და მეორად ინგლისურენოვან წიგნებს, სამოგზაურო გაიდებს და ჟურნალ-გაზეთებს. აქ საკმაოდ მყუდრო ატმოსფეროა გლინტვეინის დასალევად.

4. Jídelna Kuchařek bez domova/ჯიდელნა

ეს ბისტრო გაახარებს როგორც თქვენს გულს, ასევე მუცელს. ეს სოციალური კაფეა, სადაც უგემრიელეს ვეგანურ საკვებს ამზადებენ. სივრცე პატარაა, თუმცა პოპულარული. ფასები საკმაოდ ბიუჯეტურია. აქაც სახლში მომზადებული ნამცხვრები დაგხვდებათ.

5. Choco Café/შოკო კაფე

ძველი ქალაქის მოედნის მშვიდ ქუჩაზე მდებარე ეს კაფე იმ ადგილობრივების გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რომლებსაც შოკოლადი ძალიან უყვართ. პრაღის ეს ერთ-ერთი საუკეთესო კაფე ცხელი შოკოლადითაც გასიამოვნებთ. დააგემოვნეთ Hořické trubičky – ვაფლი კრემით.

6. Lokál U Bílé Kuželky/ლოკალ უბილე კაზელკი

კარგი ჩეხური ლუდის გასინჯვა თუ გსურთ აქ უნდა მოხვიდეთ. ზამთარში ეს საკმაოდ კომფორტული ადგილია გემრიელი ლუდით და დამპლინგებით.

7. Parlour/პარლური

ეს ბარი კი პრაღის ახალ ნაწილში მდებარეობს და კოქტეილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. მენიუს ნაცვლად, პროფესიონალი ბარმენები სასმელს თქვენი სურვილების და ხასიათის მიხედვით მოგიმზადებენ.

8. Black Angel’s Bar/შავი ანგელოზის ბარი

ძველი ქალაქის მოედანთან ახლოს მდებარე ეს კოქტეილის ბარი ცოცხალი ჯაზის საუნდტრეკებით, დაბალი განათებით და კლასიკური კოქტეილებით მოგნუსხავთ, რომლებსაც ვინტაჟურ ჭიქებში დაგისხავენ. აქ თავი 1930-იან წლებში გეგონებათ.

9. Lucerna Palace/ლუცერნას სასახლია ღამის კლუბი და კაფე

ქალაქის ახალ ნაწილში მდებარე ლუცერნას მუსიკალურ ბარში საცეკვაოდ დადიან. შენობაში მდებარეობს ლუცერნას კინოთეატრი, ერთ-ერთი უძველესი კინო. კაფეტერიაში შეგიძლიათ ადრეც მიხვიდეთ ყავისთვის.

10. Manifesto Market Anděl

ამ ადგილას იციან, როგორ უნდა გაგათბონ ევროპისთვის დამახასიათებელ ზამთარში. შემოგთავაზებენ რამენს და ცხარე ნაჩოსს, სასმელებიდან კი გემრიელ სანგრიას.

11. Mánesova Bar and Books/მანესოვას ბარი

ეს ნიუ-იორკული სიგარების ბარი ლაუნჯის სტილის კომფორტულ გარემოს ქმნის, სადაც გემრიელ კოქტეილებს დააგემოვნებთ. შემოგთავაზებენ მაღალი დონის სიგარებს და ლაივ მუსიკას.

12. Prosekárna/პროშეკარნა

ეს პატარა ელეგანტურ სამთო კაბინას გაქვს ბუხრით და კომფორტული სკამებით. ბარის მფლობელები ხშირად თავად ესაუბრებიან სტუმრებს. აქ გაგასინჯებენ შუშხუნა იტალიური ღვინის სახეობებს.