შუასაუკუნოვანი ხეივნებით, მანქანებისგან დაცლილი ქუჩებით, ფართო არხებით და ტყეებით გარშემორტმული ფრაიბურგი მშვენიერი ადგილია გერმანული არდადეგების გასატარებლად. ეწვიეთ მის საკულტო კათედრალს, მოედნებს და ნოსტალგიურ ლუდის ბაღებს. აქ ღვინის კულტურაც მაღალ საფეხურზეა აყვანილი, გაისეირნებთ ფუნიკულიორითაც. ეს ქვეყნის ყველაზე მწვანე და ყველაზე მზიანი ქალაქია!

მოიწყვეთ ტური მანსტერში

Münster – ფრაიბურგის გამორჩეული ძეგლია, რომელიც პირისპირ შეხვედრისას აუცილებლად მოგნუსხავთ. მისი კოშკურა ბიგ ბენზე მაღალია და მის აშენებას 300 წელი დასჭირდა. მანსტერს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კათედრალის სახელი აქვს.

დალიეთ ღვინო

ფრაიბურგი ვენახებისა და ღვინის წარმოების რეგიონში მდებარეობს. აქ ღვინის ბარებს ქუჩაში სეირნობისას მრავლად შეხვდებით. ჩვენ გირჩევთ Alte Wache-ს, სადაც ერთ ჭიქა შავ პინოს 2.5 ევროდ დააგემოვნებთ.

აღმოაჩინეთ ფრაიბურგის “მწვანე ქალაქი”

გარემოზე ზრუნვის ისტორია აქ 1970-იანი წლებიდან იწყება, როდესაც სტუდენტებმა მასობრივად გააპროტესტეს მთავრობის არაეკომეგობრული გადაწყვეტილება ბირთვულ ენერგიაზე. მას შემდეგ, ეკოლოგია და მასზე ზრუნვა, პრიორიტეტი გახდა. ძველ ქალაქში მანქანები აკრძალეს, შენობები ენერგო-ეფექტური გახადეს, საველოსიპედო გზები გაიყვნეს და ვეგანური კაფეები მოამრავლეს.

ევროპის პარკში აქ 20 თემატური არეალია

ეს უზარმაზარი თემატური პარკი პარიზის დისნეილენდის შემდეგ, ევროპაში სიდიდით მეორეა. აქ უამრავი ატრაქციონი დაგხვდებათ. იმოგზაურებთ საბერძნეთის საყდრებში, ესპანეთის შენობებში და ნორვეგიის ფიორდებში.

სად უნდა მიირთვათ და დალიოთ

ფრაიბურგში აუცილებელია ეწვიოთ Brauerei Feierling-ს. ეს ლუდის ბაღია (beer garden), რომელსაც ყველა ადგილობრივი გირჩევთ. აქ სასმელი და საკვები ბიუჯეტური და გემრიელია, ატმოსფერო კი სასიამოვნო.

ფრაიბურგში მოძრაობას გირჩევთ ფეხით ან ველოსიპედით. საუკეთესო ხედებისთვის მიაკითხეთ – პანორამულ ბარს: Kastaniengarten. შლოსბერგის ფუნიკულიორით კი იმგზავრეთ ულამაზეს შავ ტყეებში, სადაც თავგადასავლები გელით.