ისტორიის და ხელოვნების ენთუზიასტები ფონტენბლოთი ძალიან ისიამოვნებენ. ეს ქალაქი პარიზიდან 68 კმ-ში მდებარეობს. სასახლეებთან ერთად, მოინახულეთ მისი ცნობილი ტყეც, სადაც სხვადასხვა აქტივობით დაკავდებით. ფონტენბლოში პარიზის გარ დე ლიონის სადგურიდან მატარებლით, 40 წუთში მოხვდებით. სადგურიდან შატომდე კი ფეხითაც და ავტობუსითაც შეძლებთ მისვლას.
მოინახულეთ შატოები
შატო დე ვო-ლე-ვიკონტე (Château de Vaux-le-Vicomte) საჯაროდ 1968 წელს გაიხსნა და დრეს აქ მე-17 საუკუნის თემატური ღონისძიებებიც ტარდება. მის 1900 ოთახში 34 მეფე და 2 იმპერატორი 8 საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა.
ფონტენბლოს შატო (Château de Fontainebleau) მე-16 საუკუნეში განაახლეს თავისი შთამბეჭდავი ფრესკებით. ის ჰენრი მეექვსეს საყვარელი სახლი გახდა და აქ ჰენრი მესამე და ლუი მეცამეტე დაიბადნენ. დღეს ფონტენბლოს შატო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. შეგიძლიათ ეწვიოთ სასახლის 1536 ოთახიდან 121 მათგანს. აქ იმაზე მეტი ძველებური ავეჯის ხილვით დატკბებით, ვიდრე ნებისმიერ ადგილას ევროპაში. ასევე, ნაპოლეონის სატახტო ოთახს, რომელიც ერთადერთიღაა მსოფლიოში.
ღიაა ყოველდღე სამშაბათის გარდა საღამოს 6 საათამდე. ბილეთის ღირებულებაა 14€ და საშუალებას გაძლევთ ეწვიოთ აპარტამენტებს და ნაპოლეონის მუზეუმს. პარკსა და ბაღებში შესვლა უფასოა.
დალაშქრეთ ან ველოსიპედით მოიარეთ ფონტენბლოს ტყე
თუ ამ ტყეში 30 მილიონი წლის წინათ მოხვდებით, თბილ ოკეანეში იცურავებდით. წლებთან ერთად, ლანდშაფტი აქ საგრძნობლად შეიცვალა. გაიარეთ მის ბილიკებზე ფეხით ან ველოსიპედით.
ცხენები
ფონტენბლო საფრანგეთის “ცხენების დედაქალაქია”. აქ ევროპის უდიდესი საცხენოსნო სტადიონი (Grand Parquet) მდებარეობს. გაისეირნეთ მის იპოდრომზეც.
პატარა დასახლებები და სოფლები
ფონტენებლოს ტყეებში ბევრი პატარა გზა 20 წელზე მეტია რაც ტრანსპორტისთვის დაკეტილია. ამიტომაც, ის უსაფრთხო და სასიამოვნოა ფეხით ან ველოსიპედით სასიარულოდ. შეგიძლიათ მშვიდად მოინახულოთ მისი პატარა დასახლებები.