ლისაბონიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარე პენიში ბერლენგას არქიპელაგზე მდებარეობს და კლდოვანი რიფებით, გამჭვირვალე წყლით და საოცარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს ატლანტიკის სამოთხე ბუნების მოყვარულებს იზიდავს, რადგანაც განსაკუთრებულ ფლორა-ფაუნას წარმოგვიდგენს.
თუ პორტუგალიაში ვიზიტს გეგმავთ, მოგვმართეთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
პენიში და ზღვა განუყოფელნი არიან. ეს ერთ-ერთი უდიდესი ტრადიციული სათევზაო პორტია პორტუგალიაში და მსხვილ ატლანტიკის ჰაბს წარმოადგენს საზღვაო ტურისტული აქტივობებისთვის. იქამდე, სანამ სანაპიროს ეწვევით, მოინახულეთ პენიშის ისტორიული ცენტრი. პენიშის ციხესიმაგრე მე-16/მე-17 საუკუნეებში ააგეს და მან პორტუგალიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
თევზაობის გარდა, პენიში ცნობილი იყო მაქმანის წარმოებითაც, რადგანაც ისტორიულად, როდესაც მამაკაცები ზღვაში იყვნენ გასულები, ქალები მაქმანის ხელოვნებით იყვნენ დაკავებულნი. პენიშის სანაპიროები სერფერებში საკმაოდ ცნობილია, აქ ტარდება სერფინგის ტურნირებიც.
ადგილობრივი სამზარეულო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პენიშე არ უნდა დატოვოთ ზღვის პროდუქტების და bouillabaisse-ის დაგემოვნების გარეშე ღვინოსთან ერთად. ასევე გირჩევთ ნუშის ღვეზელს და ბისკვიტებს სახელად – Esses.
სტრატეგიული ლოკაციის წყალობით, პენიშის სანაპირო ზოლი პრეისტორიული ხანიდან რამდენიმე დამპყრობლის მიერ იყო ოკუპირებული. მისი პორტი ქალაქის სათევზაო ინდუსტრიის ფერადი, ცოცხალი ცენტრია.
პენიშის მთავარი ძეგლია მისი ციხესიმაგრე, რომელიც აქაურ ლანდშაფტს საკმაოდ დრამატულს ხდის. ერთ დროს პოლიტიკური ციხე დღეს თავისუფლების ეროვნული მუზეუმია, ნაციის სიმბოლო თავისუფლების მოპოვების გზაზე.
პენიში ულამაზეს სანაპიროებს აერთიანებს, შთამბეჭდავი ბუნების გარემოცვაში. მაგალითად, მშვენიერი დასასვენებელი სანაპიროა ბალეალი. პენიში არის მიმართულება, რომელიც ადამიანებს ისე მხურვალედ ეგებება, რომ მათ თავს სახლში აგრძნობინებს. მეთევზეების უბანი ბაირო დო ვისკონდე (Bairro do Visconde) ქალაქის ფერად საფოსტო ფოტოებზე ხშირადაა აღბეჭდილი.
პენიში რელიგიური მიმართულებაცაა. აქ მდებარე ნოსა დოს რემედიოსის საყდარი (Nossa Senhora dos Remédios) მე-15 საუკუნით თარიღდება და ევროპის ყველაზე დასავლეთით მდებარე საკურთხეველია. მოგესალმებით პენიშეში, რომელიც მზით და ზღვით შემოგეგებებათ!