მარგალიტისფერი კლდეები, თერმული აუზები და მყინვარის ფორმის სილუეტები თურქეთის გულში უნიკალურ პანორამას ქმნიან. პამუკალე დენიზლის პროვინციაში მდებარე ლოკაციაა, რომელიც ვიზიტორებს თეთრი ტერასებით იზიდავს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული პამუკალე რელაქსაციის საშუალებას მოგცემთ. პამუკალე გეოლოგიური ფენომენია. აქ მინერალებით მდიდარი წყლები ჰაერთან კონტაქტით კრისტალებს ქმნის და თოვლის ეფექტს იძლევა.

მეტსახელად “ბამბის სასახლე” ზღაპრულად თეთრი ადგილია პატარა ჩანჩქერებით. თუ ბუნების ამ სილამაზის მონახულება გსურთ, შენი მეგზური ტურს სიამოვნებით დაგიგეგმავთ.

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

მარილის დიუნების მსგავს აუზებში თერმული წყალი მოძრაობს და ტემპერატურა აქ 35 გრადუსის გარშემო ტრიალებს. მოგზაურებს შეუძლიათ დატკბნენ ცხელი აბაზანებით. წყალში არსებული მინერალები საკმაოდ სასარგებლოა კანისა და სისხლისთვის. აქ მდებარეობს ლეგენდარული “კლეოპატრას აუზიც”, ანტიკური რომაული თაღებით. ტრადიციის მიხედვით, ეგვიპტის დედოფალი ამ აუზებში ბანაობდა და კანს იახალგაზრდავებდა.

პამუკალეს ტერასების მაღლა, ბერძნულ-რომაული ქალაქი ჰიერაპოლისი მდებარეობს, რომელიც ანტიკურ ისტორიას და არქეოლოგიურ მემკვიდრეობას წარმოგვიდგენს. მონუმენტური თეატრი, ნეკროპოლისი და ქვაფენილიანი ქუჩები ძველი სპა ქალაქის ერთგვარი ილუსტრაციაა, სადაც ერთ დროს უამრავი ხალხი დადიოდა.

საუკუნეების მანძილზე, ბევრმა ცივიიზაციამ შეიტანა წვლილი აქაური არქიტექტურის განვითარებაში. დღეს ნანგრევები ამ ადგილის სულიერ და კულტურულ მნიშვნელობას წარმოგვიდგენენ.

ადგილობრივი წესების მიხედვით აქ ვიზიტორების ყოველდღიური რაოდენობა კონტროლდება. ყველა ვალდებულია დაიცვას ინსტრუქციები და წესები. მაგალითად, გაიხადოს ფეხსაცმელი კონკრეტულ ადგილებში.