ნაგანო იაპონურ ალპებს, შთამბეჭდავ ტბებს, თანამედროვე ხელოვნებას და ცხელ წყაროებს აერთიანებს. ზამთარში ის ზამთრის სპორტის მოყვარულთა სამოთხეა; გაზაფხულზე კი აქ საკურა ყვავის. შეუძლებელია ნაგანოში ყველაფერი ერთი მოგზაურობის განმავლობაში მოინახულოთ.

ნაგანო 80-100 წუთის სავალზეა იაპონიის დედაქალაქიდან, ტოკიოდან. ტრანსპორტის კუთხით ნაგანო საკმაოდ ხელმისაწვდომია. აქ ყოველ საათში რამდენიმე მატარებელი დადის. თვითონ ნაგანოში კი შეგიძლიათ თავისუფლად დაეყრდნოთ მატარებლებსა და ავტობუსებს.

დალაშქრეთ ულამაზესი კამიკოჩი

ცნობილი როგორ ჩრდილოეთ ალპების კარიბჭე, კამიკოჩი მთიანი რეგიონია, სადაც ტყეები, მთები და მშვიდი ტბები დაგხვდებათ. ბუნება აქ უამრავ რამეს გთავაზობთ. მისი დალაშქვრა როგორც დამწყებებს, ასევე გამოცდილ მოლაშქრეებს შეუძლიათ.

კისო – გადადით უკან დროში

იაპონიის მსხვილ ქალაქებს მიღმა მდებარე კისო თითქოს დროში გაიყინა. მისი სოფლები ტოკიოს და კიოტოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობენ. დაიწყეთ მაგომეთი და გაისეირნეთ ტყეებსა და ბრინჯის მინდვრებს შორის. აქ შეგიძლიათ დარჩეთ საოჯახო ბიუჯეტურ სახლებში და გამოსცადოთ ტრადიციული იაპონური სტუმართმოყვარეობა და სამზარეულო.

დაკავდით ზამთრის სპორტით

იაპონური ალპების გამო ნაგანო საოცნებო ადგილია მოთხილამურეებისთვის. აქ ყველანაირი სირთულის სასრიალო ბილიკები მდებარეობს. ვიწრო ქუჩებზე ბევრი ტრადიციული სახლი და აბანოა, დამღლელი დღის შემდეგ სარელაქსაციოდ.

მაცუმოტო

ეს კომპაქტური დასახლება დაუსრულებლად მოგანდომებთ სეირნობას, კაფეტერიებში ჯდომას და ატმოსფეროში ჩაძირვას. დატკბებით შავი სასახლით, ქალაქის ხელოვნების მუზეუმით და გემრიელი მისოთი.

რა უნდა მიირთვათ ნაგანოში?

ნაგანო ცნობილია ინგრედიენტებისა და სამზარეულოს გასაოცარი მრავალფეროვნებით. პირველ რიგში დააგემოვნეთ ოიაკი (oyaki), დამპლინგები. აქ გასინჯავთ თევზეულის მრავალფეროვნებასაც. იაპონური საქონლის ხორცი ცნობილია რბილი ტექსტურით და ნაგანოს იაპონიაში წარმოებული მისოს რაოდენობის ნახევარი ეკუთვნის. ასევე, ნაგანოს საუკეთესო საკე აქვს მთელ იაპონიაში.

ნაგანოში უყვართ მხიარულება და ფესტივალები. წასვლამდე აუცილებლად მოიძიეთ, კონკრეტულ პერიოდში რაიმე ღონისძიებები ხომ არაა დაგეგმილი. მაგალითად, აგვისტოში ფეიერვერკების წარმოდგენა ტარდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე თვალწარმტაცია.