ღმერთებს უყვართ ტინოსი. ის ერთ დროს პოსეიდონის თაყვანისცემის ეპიცენტრი იყო. კუნძული არასდროს ყოფილა ღარიბი, მაგრამ პოპულარულ დასასვენებელ მიმართულებად ბოლო წლებია რაც ყალიბდება. ტინოსი 500 წლის მანძილზე ვენეციური იმპერიის ნაწილი იყო. მისი თეთრად შეღებილი სოფლები დიდი ისტორიის მატარებლები არიან.
საუკეთესო ადგილები ტინოსში:
წვრილი საფეხმავლო ხეივნები და თეთრი სახლები ვოლაკასში
ტინოსში 40-ზე მეტი მომხიბვლელი სოფელია და აქ ხშირად იმართება სხვადასხვა თემატიკის ფესტივალები. ვოლაკასი იგივე ვოლაქსი (Volakas/Volax) ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა, სადაც 50-მდე ადამიანი ცხოვრობს. მას განსაკუთრებულს ხდის კედლის ხელოვნება, პოემები, რომლებიც ხის კარებებზეა დაწერილი, ქვის კედლები და თაღები.

პირგოსი
პირგოსის ქვაფენილიან ქუჩებზე არქიტექტურა თეთრი და ლურჯის ნაზავით გამოირჩევა. დაათვალიერეთ უნიკალური შენობები და ეკლესიები, ასევე მაღაზიები ხელნაკეთი სამკაულით, სამოსით, კერამიკით. დააგემოვნეთ კუნძულის ტრადიციული ფორთოხლის ნამცხვარი.

კოლიმპიტრას სანაპირო
ტინოსის გასწვრივ ბევრი გამოქვაბულია ზღვასთან. ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო აქ კოლიმპიტრაა. წამოიღეთ თან წასახემსებელი, რადგანაც აქ კაფეები არ დაგხვდებათ, თუმცა არის ცივი სასმელები.

საუკეთესო რესტორნები ტინოსზე
Svoura Taverna – ეს პატარა ავთენტური საოჯახო ტავერნაა, სადაც ადგილობრივ გემრიელობებს დააგემოვნებთ.

Choreftra Taverna – ნამდვილად ღირს გაყვეთ სოფელ კამპოსის ქვაფენილიან ქუჩებს, რათა ეს ტავერნა აღმოაჩინოთ. აუცილებლად გასინჯეთ გამომცხვარი საკვები ფეტა ყველით და დააყოლეთ ადგილობრივი თეთრი ღვინო.

Thelassaki – კითხეთ ნებისმიერ ადგილობრივს თუ რომელია საუკეთესო საკვები ობიექტი და ისინი აუცილებლად თელასაკის დაგისახლებენ. ეს პატარა მაგრამ ლამაზი რესტორანი სანაპიროზე მდებარეობს.











