შთამბეჭდავი კლდეებით, ჩანჩქერებით და ლანდშაფტით გამორჩეული ფარერის კუნძულები მსოფლიოს ერთ-ერთი ლამაზი მიმართულებაა. მასში შემავალი 17 კუნძული სამოთხეს ჰგავს და შეგიქმნით შთაბეჭდილებას თითქოს ამ სამყაროში მარტო თქვენ ხართ. იმის გათვალისწინებით, რომ კუნძულები ნორვეგიის სიახლოვეს მდებარეობს, აქ ამინდი არც ისე სასიამოვნოა. ფარერის კუნძულებზე ბევრი წვიმიანი დღეა, ზამთარში კი ძირითადად ბნელა. ამის საპირისპიროდ, ზაფხულში გრძელი დღეებია. ფარერის კუნძულები მოეწონებათ მათ, ვისაც ლამაზი სოფლები და ლაშქრობა უყვარს.
რამდენი ხანი უნდა დარჩეთ აქ? ფარერის კუნძულები დიდი არაა, თუმცა იმისათვის, რომ ამ ბუნებით დატკბეთ და სრულად განიტვირთოთ, კუნძულებზე რამდენიმე დღე მაინც გაატარეთ. აქ მაცხოვრებლები ინგლისურად მშვენივრად საუბრობენ.

10 საუკეთესო აქტივობა ფარერის კუნძულებზე
- იხილეთ გასადალური (Gásadalur) და მისი შთამბეჭდავი ჩანჩქერი
კუნძული ვაგარი (Vagar), რომელიც ფარერის კუნძულების აეროპორტიდან 30 წუთის გზაზე მდებარეობს, ულამაზესი ოკეანის ხედით გამოირჩევა. კლდის ჩანჩქერი განსაკუთრებულ სანახაობას გპირდებათ.
- ეწვიეთ ბორს (Bøur), პატარა სოფელს
ამ სოფელში მხოლოდ რამდენიმე სახლი დგას ბალახით დაფარული სახურავებით. წყლისპირას მდებარეობის გამო ის ფარერის კუნძულებზე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია.
-
დაათვალიერეთ ტორშავნი (Tórshavn), დედაქალაქი
ფარერის კუნძულების დედაქალაქის სახელი ნიშნავს “თორის პორტს”, ელვის და მეხის ღმერთის. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქია, ძალიან დიდი სულაც არაა. მას პატარა, მომხიბვლელი ისტორიული ცენტრი აქვს მაღაზია-რესტორნებით, პორტით და კათედრალით.
- იხილეთ სანდაგავურის (Sandagavur) წითელი ეკლესია
ტორშავნის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებლად გაივლით ქალაქ სანდაგავურს. აუცილებლად შეჩერდით და იხილეთ ულამაზესი წითელი ტაძარი.
- მოინახულეთ ეკლესია სოფელში “Viðareiði”
ვიდოის კუნძულზე მდებარე ეს სოფელი და მისი ეკლესია შთაბეჭდილებას შეგიქმნით თითქოს სამყაროს ბოლოში ხართ. ამ მისტიკურ ადგილას, ტაძარი ზღვას უმზერს და ულამაზეს სანახაობას ქმნის.
- დატკბით ჯოგის (Gjógv) ფერებით
ფარერის კუნძულების ეს სოფელი სავსეა ფერადი სახლებით, რომლებიც ულამაზეს ბუნებაში არიან აშენებულები ერთმანეთის გვერდით. ამ სოფელში იხილავთ ლამაზ კლდეებს, მინდვრებს, სადაც ცხვრები ნავარდობენ და სრულ სიმშვიდეს.
- მოხვდით ვიკინგების სამყაროში სოფელში “Kirkjubøur”
შუა საუკუნეებში ეს ადგილი ფარერის ეპარქია იყო. ის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. რელიგიურ მემკვიდრეობას იხილავთ ფარერის ეროვნულ მუზეუმში. აქ დაგხვდებათ მსოფლიოს უძველესი ხის სახლი.