ესპანეთის კუნძული – გრან კანარია, პოპულარული ტურისტული მიმართულებაა თბილი კლიმატის, ბრწყინვალე სანაპიროების და გასაოცარი კულტურის გამო. ის ერთ-ერთი უდიდესი კუნძულია კანარის კუნძულებს შორის და მხოლოდ წინა წელს 20 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია მოგანი, სადაც ტურისტების მაღალი რაოდენობის გამო, ტურიზმის განვითარება უმნიშვნელოვანესია.
მოგანში უამრავი სასტუმრო და დასარჩენია თქვენი გემოვნების და ბიუჯეტის შესაბამისად. მოგანის ნავსადგური ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მთელ კუნძულზე. ამ ქალაქის მონახულებას ურჩევენ ყველას, ვისაც გრან კანარიას კულტურის შეცნობა უნდა. ქალაქის ძველ უბანში 1814 წელს აგებული სან ანტონიო დე პადუას ეკლესია მდებარეობს, ულამაზესი ხის ჭერით.
ეწვიეთ ნიკოლას კესადას პარკს (Nicolás Quesada), სადაც ქუჩს ხელოვნება კანარიის ტრადიციულ კოსტიუმებს წარმოგვიდგენს და მოლინო კემადოს (Molino Quemado), კუნძულის უძველეს და უმაღლეს ქარის წისქვილს. მოგანი გრან კანარიას დედაქალაქიდან, ლა პალმადან 93 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სიდიდით რიგით მეორე მუნიციპალიტეტია კუნძულზე.
მოგანის საუკეთესო სანაპიროებია: Arguineguín-Patalavaca, Anfi del Mar, Puerto Rico, Amadores, Tauro, Playa del Cura, Taurito და the Puerto de Mogán (მოგანის ნავსადგური).
მოგანი მთის ლანდშაფტებით, ველებით მდიდარი ფლორით გამორჩეული ადგილია. თუ მოგანის ნავსადგურს გაუყვებით, კანარიის შთამბეჭდავი ხედებით დატკბებით, ძველი ტრადიციული სახლებითა და თანამედროვე ნაგებობებით, რომლებიც კუნძულის ტრადიციებს ასახავენ, იახტებითა და სხვა გასართობი ინფრასტრუქტურით.