კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მასკას მთიან სოფელში, ტენერიფეზე! ამ სუნთქვაშემკვრელ ლოკაციას ხშირად მაჩუ პიჩუსაც კი ადარებენ, რადგანაც აქ საოცარი ქვის ფორმაციები, მთის მწვერვალები და ღრმა ხევებია. მასკა ტენერიფეს უძველესი და ყველაზე პოპულარული სანახაობაა.
რას ნახავთ მასკაზე? საყდარს, რომელიც აგებულია ვულკანური ქვით, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რესტორნებს შთამბეჭდავი ხედებით (რამდენიმე საუკეთესო მათგანია: Restaurante El Guanche Altaschule; Bar Fidel; Mirador la Cruz de Hilda; Casa Riquelme) და მასკას სალაშქრო ხევს.
მასკაზე ყველაზე პოპულარული აქტივობა მისი სალაშქრო ხევია, რომელიც სოფლიდან ბილიკით გაგიყვანთ და ულამაზეს ლანდშაფტს მოგატარებთ. დისტანცია 5-6 კილომეტრია. ხევის ბილიკის გავლა ფასიანია და ის ღაა პარასკევი-შაბათი დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
საუკეთესო დრო მასკას რომ ეწვიოთ: იდეალურია გაზაფხული, განსაკუთრებით მარტი. ტემპერატურა სასიამოვნოა, ამინდები მზიანი და სიმშვიდე სუფევს.
ტურისტები, რომლებიც მასკაში ჩადიან, იმაზე მეტს ეძებენ ვიდრე მზე და ზღვაა. ის ტენერიფეს ველურ ცხოვრებას და ბუნებას აღმოგაჩენინებთ. მასკა ცნობილია უნიკალური სილამაზით და ტენერიფეს გამორჩეული არქიტექტურით. ბევრი სახლი აქ პატარა სასტუმროდ გადაკეთდა, სადაც სრულიად მოწყდებით სამყაროს.
ტენერიფეს ყველაზე ლამაზ სოფელში ჩასვლისას, დრამატული კლდეები შემოგეგებებათ. თუ სოფლიდან ზღვის სანაპიროზე ჩახვალთ, გზად კიდევ უფრო მეტ უცნაურ კლდოვან წარმონაქმნს იხილავთ. სანაპიროდან ნავს შეგიძლიათ გაყვეთ გიგანტებამდე (Los Gigantes). ეს 500-800 მეტი სიმაღლის გასაოცარი კლდეებია.
მასკადან იხილავთ ხედებს ლა გომერაზე, კანარის კუნძულების გამორჩეულ კუნძულზე. სოფელი მასკა ნამდვილი სამოთხეა: პალმებითა და კვიპაროსებით, ლურჯი ზღვით და ფერადი ყვავილებით.