ფოტოგენური სოფელი ლავენჰამი დიდ ბრიტანეთში ოფიციალურადაა აღიარებული როგორც ქვეყნის საუკეთესო დასახლება. ის ერთ-ერთი საუცხოოდ შემონახული შუასაუკუნეების სოფელია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ლავენჰამის ისტორია მის შენობებზეა მოყოლილი. უნიკალური სახლები ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავენ.

ლავენჰამი განსაკუთრებული ისტორიით გამოირჩევა. მე-15 და მე-16 საუკუნეებში მას “მატყლის ქალაქს” უწოდებდნენ. აქ ცნობილი ლურჯი ქსოვილი მზადდებოდა, რომელიც მთელ სოფლიოში იყიდებოდა. იმ ეპოქის სიმდიდრე დღემდე გამოსჭვივის სოფლის არქიტექტურაში, სადაც 300-მდე შენობა სწორედ ისტორიული წარსულით თარიღდება.

სოფელი ცნობილია ჰარი პოტერის ფილმებიდან. სწორედ ლავენჰამია სოფელი, სადაც ფილმში ჰარი პოტერი დაიბადა. საკულტო დე ვერეს სახლი ერთ-ერთია მთელ ბრიტანეთში, სადაც ყველაზე მეტ ფოტოს იღებენ. მოგზაურებს, რომლებსაც ჰარი პოტერი უყვართ, ამ სოფელს აუცილებლად აკითხავენ.

წლების მანძილზე ლავენჰემი მხოლოდ ფენტეზის გულშემატკივრებს არ იზიდავდა. 1969 წელს, სოფელს ჯონ ლენონი და იოკო ონო ესტუმრნენ, რათა თავიანთი მოკლე ავანგარდული ფილმი, აპოთეოზისი გადაეღოთ. ფილმში ისტორიული ბაზრობის ადგილიდან უზარმაზარი საჰაერო ბუშტი ფრინდება და ლავენჰემის ისტორიაში უნიკალურ მომენტს ქმნის, როცა სოფელი მსოფლიო დონის საკულტო მუსიკოსის ამბავს დაუკავშირდა.