მთებს შორის მდებარე კოლოდი ვიზიტორებს ხელშეუხებელი დიდებულებით და სხვა ეპოქის იერით ხიბლავს. ტოსკანას ეს სოფელი რენესანსის ელეგანტურობის მშვენიერი განსახიერებაა. ის ძველი არისტოკრატიული ატმოსფეროთი იწონებს თავს.
კოლოდის მსგავსი არცერთი იტალიური ქალაქი არაა. მან თითქოს ავთენტური სული საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა. აქ არაფერი შეცვლილა: სოფლის შუასაუკუნეების ნაგებობები ისევ დგანან მთის ფერდობზე, მის წვრილ ხეივნებს ისევ აქვთ უსწორმასწორო კიბის საფეხურები, ხოლო სახლების ფასადებს ის დეკორი რაც იმდროინდელ გავლენიან ოჯახებში იყო გავრცელებული.

კოლოდიში ესთეტიკა უნდა შეიგრძნოთ, მისი რენესანსის სული აქ ყველა კუთხეში გამოსჭვივის. სოფლის პრესტიჟი დიდწილად გარზონების ოჯახის დამსახურებაა, რომლებმაც ვილა გარზონი და მისი ტერასული ბაღები ააგეს – ბაროკოს ნამდვილი შედევრი. ასევე, აქ ნახავთ პეპლების სახლს და ტროპიკულ სათბურს.

აქ ყველაფერი შექმნილია თვალით დასატკბობად, სიმეტრიის მისაღწევად და იდეალური ჰარმონიის შესაგრძნობად. არქიტექტურის გარდა, კოლოდის განსაკუთრებულობა ლიტერატურასაც უკავშირდება. სწორედ მისი სახელი დაირქვა ფსევდონიმად კარლო ლორენცინიმ, “პინოქიოს” ავტორმა, რითიც პატივი მიაგო თავის ბავშვობის მოგონებებს, რომელიც აქ გაატარა.

შეიძლება ითქვას, პინოქიო სწორედ აქაურობითაა შთაგონებული. აქ ნახავთ პინოქიოს პარკსაც, რომელიც ზღაპრის სიმბოლური განსხეულებაა. კოლოდი უფრო მეტად ღია ცის ქვეშ თეატრს ჰგავს, სადაც ადამიანის შექმნილი ბუნებასთან ჰარმონიაშია.

კოლოდი მოგზაურებს ცოცხალი მემკვიდრეობით იზიდავს. ის მათთვისაა, ვინც დროში გაჩერებულ ადგილებს ანიჭებს უპირატესობას. მისი მშვიდი ტერასები ტურიტული კომერციალიზმისგან დღემდე დაცულია.

აქ ვიზიტი ნიშნავს დაუსრულებელ დიალოგს წარსულსა და აწმყოს შორის, არისტოკრატიულ ისტორიასა და პოპულარულ კულტურას შორის, ლიტერატურულ მეხსიერებასა და არქიტექტურულ სილამაზეს შორის. კოლოდიში ჩამოსვლით მიეგებებით უმშვენიერეს ტოსკანურ სოფელს – თავისი ესთეტიკით და რიტმით, რომელიც მის ინდივიდუალიზმს ქმნის.











