ზღვა და კუნძულები

კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

ტაილანდის პატარა კუნძული კო ჰე – ფუკეთიდან 15 წუთის გზაზე მდებარეობს. აქ იხილავთ ბანანას სანაპიროს, რომელიც აზიის საუკეთესო სანაპიროდაა აღიარებული. ამ ტროპიკულ სამოთხეში ყველანაირი წყლის სპორტით დაკავდებით.

აქ თეთრი ფითქინა ქვიშა, გამჭვირვალე წყალი და საოცარი სიმწვანეა. ფუკეთში დასვენებისას, აქ ნავით გადახვალთ. ბანანას სანაპირო მოგზაურებს სიმშვიდეს, სუფთა წყალს და ხელშეუხებელ ბუნების სილამაზეს სთავაზობს.

ეს იდილიური სანაპირო ზოლი არის ადგილი, სადაც სიმშვიდე თავგადასავლებს ხვდება. ეს 8 კმ. სიგრძის სამოთხე კაიაკით გამჭვირვალე წყალში ცურვის შესაძლებლობას მოგცემთ. ბანანას სანაპიროს შესახებ ფუკეთში ჩამოსულმა ვიზიტორებმა არც კი იციან, რადგანაც ის ძალიან იზოლირებულია. პალმის ხეების მწკრივები სასიამოვნო ჩრდილს ქმნიან და ნაკლები პოპულარობის გამო, არემარე თითქოს ხელშეუხებელია.

სანაპიროების და რელაქსაციის გარდა, ბანანას სანაპირო გემრიელ კვებასაც გთავაზობთ. სანაპიროს მახლობლად რამდენიმე რესტორანია, სადაც ახალ ზღვის პროდუქტებს დააგემოვნებთ. მოთავსდით კომფორტულ სანაპირო სკამებშ, ქოლგის ქვეშ, მიეფიცხეთ მზეს, დალიეთ საყვარელი სასმელი და უყურეთ მოლივლივე ტალღებს!

ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი, რადგანაც სანაპიროზე ჩასასვლელად კიბის ჩავლა მოგიწევთ. ბანანას სანაპირო დაცული ტერიტორიაა, ამიტომაც არ დაგრჩეთ ნაგავი და გაუფრთხილდით ადგილობრივ ფლორა-ფაუნას.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

ტაილანდიტაილანდი
ტაილანდი15 მარ 2026

ტაილანდის საუკეთესო მიმართულებები გაზაფხულისთვის

სად წავიდეთ ტაილანდში მარტში, აპრილსა და მაისში: კო ლიპე, კო პაიამი, ბანგკოკი, ჩიანგ მეი, ფუკეთი და სიმილანის კუნძულები, ისანი და სხვა მიმართულებები.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი6 თებ 2026

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ზამთარში, იქ სადაც მზე სულ ანათებს

სად წავიდეთ ზამთარში მზისა და ზღვისთვის: მალდივები, ფუკეთი, დანანგი, კანკუნი, ესაუირა და სხვა სანაპირო მიმართულებები მზიანი საათებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე