ამ ტბისპირა ქალაქში 1000 კაცზე ნაკლები ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვიურად ბევრად მეტი მეფე-პატარძალი ჩამოდის. ეს ფოტოგენური დასახლება პოპულარული საქორწილო მიმართულებაა წყვილებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხედები და მომხიბვლელი არქიტექტურა მას იტალიის საქორწილო დედაქალად აქცევს. ვარენა კომოს ტბასთან მდებარეობს და აქ ხშირად ისმის ფრაზა: “თანახმა ვარ!” სხვადასხვა ენაზე.

სოფლის რომანტიკული ხასიათი ყვავილებით მორთულ აივნებზე, ძველი სახლების ფასადებზე და ვილებზე გამოსჭვივის. ვარენას ყოველწლიურად 80 ათასზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ხშირად ჩამოდის ჯორჯ კლუნი, რომლის მფლობელობაშიცაა ვილა ოლეანდრა. ვარენაში დაგხვდებათ კაფე-რესტორნები, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და სანაყინეები.

ვარენაში მრავალფეროვანი საქორწილო სივრცეებია, მათ შორის რომანტიკული ვილები, ისტორიული ეკლესიები და ლამაზი პარკები, სადაც სხვადასხვა სიდიდის და სტილის ქორწილები იმართება.

სოფლის გულში მდებარეობს პიაცა სან ჯიორჯოს მოედანი და ეკლესია, რომელიც მე-14 საუკუნეში ააგეს და მე-15/მე-16 საუკუნეების მხატვრობას წარმოგვიდგენს. ვარენაში მეორე ეკლესიაც მდებარეობს, სადაც წესების მიხედვით, ქორწინების დაჯავშნა ყველასთვის შესაძლებელია.

სამოქალაქო ქორწინებისთვის ვარენას მერიას აკითხავენ ან ვილა კიპრესის (Villa Cipressi) საქორწილო დარბაზს. ვარენა რომაული დროიდან თარიღდება, რაც მას უკვდავი რომანტიკის შეგრძნებას ანიჭებს.

ვარენას ბორნების ტერმინალიდან მოკლე მანძილზე მდებარეობს “შეყვარებულთა ბილიკი” (Passeggiata degli Innamorati), რომანტიკული ტბისპირა ბილიკი, რომელიც გთავაზობთ ხედებს ტბაზე და ქალაქის ვიწრო ქუჩებზე. ვარენა მილანის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, სულ რაღაც 45 კილომეტრში და ბრწყინვალე სატრანსპორტო კავშირებით გამოირჩევა. ამიტომაც, ის საერთაშორისო მოგზაურობისთვის ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენს.