იურუსალიმი რელიგიური პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ქალაქია მსოფლიოში. აქ ბევრი რამაა სანახავი და გამოსაკვლევი.

Haram Al-Sharif (ტაძრის მთა)

ებრაელებისთვისაც და მუსლიმებისთვისაც მნიშვნელოვანი ეს ძეგლი არის ადგილი, რომელიც უკავშირდება აბრაჰამს და სოლომონს. ძველი ქალაქის თავზე მდებარე ჰარამ ალ-შარიფი იერუსალიმის საკულტო ძეგლია. პლაზასთან დგას ალ-აქსას მეჩეთიც, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მეჩეთი.

დასავლეთის კედელი და ებრაული უბანი

Western Wall – იერუსალიმის პირველი საყდრის გადარჩენილი კედელია. ის იუდაიზმის წმინდა ძეგლია და ებრაელებისთვის მოსალოც ადგილს წარმოადგენს ჯერ კიდევ ოტომანების პერიოდიდან. მნიშვნელოვანია მისი არქეოლოგიური პარკი და გვირაბები. გარშემო ქუჩები კი ქმნიან ებრაულ უბანს, სადაც საინტერესო სინაგოგებს იხილავთ.

Church of the Holy Sepulchre

ეს ეკლესია კი ქრისტიანებისთვისაა ყველაზე წმინდა. ლეგენდის თანახმად ის იმ ადგილას აშენდა, სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს. ეკლესიის ინტერიერი შთამბეჭდავ რელიგიურ არქიტექტურას წარმოადგენს წმინდა რელიქვიებით.

სომხური უბანი

Armenian Quarter – ძველი ქალაქის უბანია, სადაც სომხურ ორთოდოქსულ კათედრალს იხილავთ. საუკუნეების მანძილზე, სომხები იერუსალიმის საზოგადოების ნაწილი იყვნენ. ისინი ქალაქში პირველად მეხუთე საუკუნეში ჩამოვიდნენ. ეს იერუსალიმის ყველაზე წყნარი კუთხეა გამოსაკვლევად.

გაყევით ვია დოლოროსას გზას

Via Dolorosa – ქრისტიანი ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია იერუსალიმში. ეს გზა იესო ქრისტეს ფეხით გავლილი გზაა ჯვარცმამდე.

ციხესიმაგრე – დავიდის კოშკი

ციტადელს, რომელსაც დავიდის კოშკს უწოდებენ, თავდაპირველად ჩ.-წ-მდე აშენდა. თუმცა, მისი ახლანდელი სახე მე-14 საუკუნით თარიღდება. მისი გამოფენებით გამოიკვლევთ იერუსალიმის კულტურასა და მემკვიდრეობას. სახურავზე ასვლის შემთხვევაში კი დატკბებით ხედებით ქალაქზე.

ქრისტიანული უბნის ეკლესიები

იერუსალიმის ძველ ქალაქში პროტესტანულ და ლუთერანულ ეკლესიებს აღმოაჩენთ მუზეუმებითა და კოშკურებით.

ზეთისხილის მთა

Mount of Olives – პოპულარული ადგილია იერუსალიმში, საიდანაც ასევე დატკბებით იერუსალიმის ულამაზესი ხედებით. აქ გაისეირნებთ ბაღებში, სადაც იესო დააპატიმრეს და იხილავთ ღვთისმშობლის საფლავს.

ზიონის მთა

Mount Zion – აქ ებრაული და მუსლიმური საკურთხევლები მდებარეობს. ზიონი არის ადგილი, სადაც ქრისტეს საიდუმლო სერობა ჰქონდა და სადაც მარიამ ღვთისმშობელმა ცხოვრების უკანასკნელი წელი გაატარა.

ძველი ქალაქის კედლები

ძველი ქალაქის ნანგრევები ოტომანური პერიოდით თარიღდება და მთელ ძველ ქალაქს მიუყვება. დამასკუსის კარიბჭე ყველაზე ცნობილია.

ისრაელის მუზეუმი

1965 წელს გახსნილი მუზეუმის ეს კომპლექსი მნიშვნელოვან ხელოვნების და არქეოლოგიის ნიმუშებს წარმოგვიდგენს. მთავარ შენობაში დაცულია ებრაული ხელოვნება ნეოლითური ხანიდან ოტომანებამდე. ნახავთ მეზობელი კულტურების არტეფაქტებსაც. ისრაელის მუზეუმში კიდია გოგენის, რენუარის, ვან გოგის და სხვა საერთაშორისო არტისტების ნამუშევრებიც.