ჰაკონე ტოკიოს სამხრეთ დასავლეთით მდებარე ქალაქია და იაპონიის ულამაზეს ლანდშაფტს წარმოგვიდგენს. ცხოვრება ჰაკონეს რეგიონში ნიშნავს ხედავდეთ ხელოვნებას ყველგან თქვენ გარშემო. მისი მუზეუმები სავსეა ხელოვნების საგანძურით. ტოკიოდან ჰაკონეში ერთ საათში მოხვდებით.
1. ჰაკონე-იომოტოს ცხელი წყაროები
ჰაკონე კურორტია, რომელიც მე-8 საუკუნეში დაარსდა. აქაურ ტყეებში თერმული ცხელი წყლები მოედინება, სადაც აბაზანების მიღება შეგიძლიათ. ასევე ნახავთ ხელოვნურ ჩანჩქერებს.

2. ჰაკონეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი
ჰაკონეს ბუნება ნახატს მოგაგონებთ. მის ღია ცის ქვეშ მუზეუმში ნახავთ სკულპტურებსა და ინსტალაციებს, მათ შორის როდენისა და მიროს. აქ ნახავთ პიკასოს მუზეუმს, ოკადას იაპონური, კორეული და ჩინური ხელოვნების მუზეუმს და დაესწრებით ჩაის ცერემონიალს.

3. იხილეთ ვულკანური ხედები ჰაკონეს საბაგიროდან
ქალაქზე საუკეთესო ზედხედებისთვის იმგზავრეთ საბაგიროთი, რომელიც მთის მწვერვალზე აგიყვანთ და ვულკანურ ლანდშაფტებს გადაგიშლით. მგზავრობის ხანგრძლივობა 30 წუთია.

4. ტრადიციული იაპონური კერძები
თუ იაპონური სტილის ჰამბურგერის დაგემოვნება გსურთ, ჰაკონეს რესტორნებს უნდა ეწვიოთ. აქ უგემრიელეს პიცასაც მიირთმევთ. ყველაზე ტრადიციული ღორის ხორცის კოტლეტი ცხარე სოუსში და ომლეტი შემწვარ ბრინჯთან ერთად.

5. სპა მომსახურეობა
ჰაკონეში ჩასვლისას აუცილებლად უნდა ისარგებლოთ სპა მომსახურეობით, რადგანაც აქ ის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. გარემო ძველ იტალიურ ავთენტურ სტილში დაგხვდებათ. ისარგებლებთ როგორც გარე, ასევე შიდა აუზებით.











