ნამური ბელგიის მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ქალაქია, რომლის ციხესიმაგრესაც დიდი სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა რომაულ პერიოდში, დღეს კი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნავი ძეგლია. ჩვენ აქ საუკეთესო სანახაობებს გირჩევთ:

გამოიკვლიეთ ნამურის ციხესიმაგრე

Namur Citadel – შთამბეჭდავი ციხესიმაგრეა ქალაქის თავზე, გვირაბებითა და მშვენიერი ხედებით. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, აქ გასართობი პარკიც დაგხვდებათ.

ფერის ქუჩა/Rue de Fer

ცენტრალურ ქალაქში მდებარე ეს ქუჩა რამდენიმე არაჩვეულებრივი ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. მათ შორისაა მე-17 საუკუნის სასტუმრო, სადაც დღეს ანტიკური ხელოვნების მუზეუმია. ასევე, ნახავთ ბაროკოს ეკლესიას, ბრწყინვალე არქიტექტურულ ნიმუშს.

კრუიზი მდინარეზე

ნამურში სარელაქსაციო გამოცდილებას მიიღებთ თუ ნავის კრუიზს შეუერთდებით და ქალაქს მდინარიდან დაათვალიერებთ. აქ ბევრნაირ ტურს შემოგთავაზებენ, მაგრამ ყველაზე პოპულარულია 50 წუთიანი კრუიზი ქალაქის ცენტრში.

სან ობეინის კათედრალი

ამ კათედრალის არამხოლოდ ექსტერიერი, არამედ ინტერიერიც საკმაოდ ძვირფასია სხვადასხვა დროის ანტიკური რელიქვიებით.

ისარგებლეთ საბაგიროთი

იმისათვის, რომ ქალაქ ნამურს ჩიტის სიმაღლიდან დააკვირდეთ და მდინარეების შეერთებას გადმოხედოთ, ადით მაღლა ქალაქის საბაგიროთი. მისი საბოლოო ლოკაცია ნამურის ციხესიმაგრეა, დაბლა კი მაურისის მოედნიდან (Place Maurice Servais) უნდა გაყვეთ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში.

გაისეირნეთ ცენტრალურ ძველ ქალაქში

ეწვიეთ ნამურის არქეოლოგიურ მუზეუმს და გაისეირნეთ შიდა ქუჩებზე, ამ ბელგიური ქალაქის უკეთ შესაცნობად. არმის მოედანი (Place d’Armes) ნამურის ყველაზე დატვირთული ადგილია.

1 დღიანი ტური დინანტში

ნამურიდან 28 კილომეტრში მდებარე დინანდი ბელგიის რეგიონის, კონდროზის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი და მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. საოცარი ბუნების წყალობით ის საყვარელი ტურისტული კურორტად იქცა, განსაკუთრებით ნავით სეირნობის მოყვარულებისთვის. მოინახულეთ მისი “ნოტრ-დამი”.

ფლორეფი/Floreffe

ეს სოფელი ნამურიდან 10 კილომეტრში მდებარეობს და ყოფილი სააბატოა, რომელიც მე-12 საუკუნეში დაარსეს და მოგვიანებით, მე-18 საუკუნეშ გაფართოვდა. ფრანგული რევოლუციის შედეგად აქ სამონასტრო ცხოვრება შეწყდა.

არლონი/Arlon

ნამურიდან 130 კილომეტრში კი შეგიძლიათ ქვეყნის ეს უძველესი ქალაქი მოინახულოთ, რომელიც საფრანგეთისა და ლუქსემბურგის საზღვართან მდებარეობს.

სპონტინის შატო/Château de Spontin

ეს მომხიბვლელი სასახლე ბელგიის ერთ-ერთი საუცხოო შატოა. მართალია, შიგნით შესვლა ნებადართული არაა, მაგრამ შეგიძლიათ მოიხიბლოთ მისი ექსტერიერით და ბაღით.