ზღვა და კუნძულები

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

კალსოი ფარერის კუნძულებზე მდებარეობს და მას არ აქვს ხმელეთთან დამაკავშირებელი არც ხიდი და არც გვირაბი. კალსოი ფარერის კუნძულების ფარული საგანძურია, ბუნების ენთუზიასტებისთვის ნამდვილი სათავგადასავლო სივრცე. არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს განცალკევებული კუნძული დრამატული ხედებით, ულამაზესი მთებით და მისტიკური ლანდშაფტებით გამოირჩევა.

კუნძულის სახელი (Kalsoy) ითარგმნება როგორც “კაცის კუნძული” და კონტრასტშია მის მეზობლად მდებარე კანოისთან (Kunoy) – “ქალის კუნძულთან”. კალსოის შარმმა ჰოლივუდიც კი მიიზიდა და ის ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმის: “No Time to Die” გადასაღებ მოედნად იქცა. აქ შეგიძლიათ განმარტოვდეთ სრულ სიწყნარეში და დატკბეთ ხედებით,

ვიზიტორებს შეუძლიათ გამოიკვლიონ პატარა, ფოტოგენური სოფლები, მაგალითად, ჰუსარი, კუნძულის უძველესი დასახლება ხის კოტეჯებით და ანტიკური ტაძრით. კალსოიში მხოლოდ ნავით და ბორნებით მოხვდებით, რომლებიც დღეში რამდენჯერმე გადიან კლაკსვიკიდან (Klaksvík), ფარერის კუნძულების სიდიდით რიგით მეორე ქალაქიდან.

კუნძული ცნობილია მისი კლდეებით და დაცული ველებით. მოსახლეობა დაახლოებით 80 ადამიანს შეადგენს. კალსოის 13 მწვერვალი აქვს. მათ შორის უმაღლესებია: ნესტინდარი (787მ) და ბოტნსინდარი (743მ). ბუნების საოცრებებს შორისაა შუქურა კალურში სულისშემძვრელი ხედებით. კალსოი ცნობილია ტურისტებსა და ადგილობრივებში, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

დანიადანია
დანია6 აპრ 2026

ევროპის 10 ყველაზე ნაკლებად ხალხმრავალი კუნძული

სვალბარდი, ალანდი, გოთლენდი, ქიოსი, ელ ჰიერო, აზორესი, ბორნჰოლმი და სხვები: ევროპის 10 კუნძული, სადაც ტურისტული ხალხმრავლობისგან დაისვენებთ.

ავსტრიაავსტრია
ავსტრია19 მარ 2026

ევროპის 10 ბრწყინვალე მიმართულება სამანქანო მოგზაურობისთვის

მანქანით ევროპაში: ამალფის სანაპირო, ინტერლაკენი, ფარერის კუნძულები, ვერდონის ხეობა, ტრანსილვანია, მეტეორა, ჰალშტატი და ლოხ ნესი. 10 ლამაზი მარშრუტი.

დანიადანია
დანია16 მარ 2026

სტოკჰოლმი თუ კოპენჰაგენი: რომელი სკანდინავიური ქალაქი უფრო შეგეფერებათ?

სტოკჰოლმი თუ კოპენჰაგენი? შედარება: მუზეუმები, პარკები და კუნძულები შვედეთის დედაქალაქში, ღამის ცხოვრება და ახალგაზრდული ატმოსფერო დანიისაში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე