ეგვიპტის სამხრეთით, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ასვანის სიახლოვეს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ფერადი სოფლები მდებარეობს. ნუბიური სოფლები ცისარტყელას ფერებშია შეღებილი. მეგობრული ნუბიელები ნილოსის სანაპიროზე სუდანიდან დაახლოებით 8000 წლის წინ გადმოსახლდნენ. მათ საკუთარი უნიკალური ენა აქვთ, რომელსაც სხვებს არ ასწავლიან.

ნუბიურ სოფელში ვიზიტი ეგვიპტეში ყოფნისას ფანტასტიკური არჩევანია. აქ ისინი საკმაოდ ბევრია. ადგილობრივებსა და ტურისტებში ყველაზე პოპულარული ქალაქ ასვანიდან ნავით 45 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. დაგეგმეთ სოფლის დასათვალიერებლად 2-3 საათი. ეს ამ ქვეყანაში მოხვედრისას აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

როგორ უნდა მოხვდეთ ნუბიურ სოფელში?

გადაკვეთეთ მშვენიერი ნილოსის მდინარე ფერადი სოფლებისკენ. შეუერთდით რომელიმე ნავის ტურს ან კრუიზს. გზაში ულამაზესი ლანდშაფტითაც დატკბებით. ორმხრივი მოგზაურობისთვის შეგიძლიათ დაიქირაოთ მთლიანი იახტაც. ჩვენ გირჩევთ შუადღის გასვლას, რათა უკანა გზაზე მზის ჩასვლის ხედებით დატკბეთ. ფასები 25$-დან იწყება, გააჩნია ნავზე ხალხის რაოდენობას.

ნავით მგზავრობისას ძალიან მალე ულამაზეს ნაგებობებს მოკრავთ თვალს. მეგობრული ნუბიელები სიხარულით მოგეგებებიან თავიანთ სოფლებში. აქ შეიძენთ ლამაზ სუვენირებს, ადგილობრივ სანელებლებს და გემრიელ საკვებს. თუ გექნებათ დრო, გაათენეთ ერთი გასაკუთრებული ღამე აქ მდებარე სასტუმროებში. ნილოსის ხედით ბევრი გესტჰაუსი და სასტუმრო გიმასპინძლებთ.

საკვები და სასმელი: ფერადი სახლები ერთადერთი რამ არაა, რაც აქ მოგხიბლავთ. ნუბიური სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია მთელ ქვეყანაში. მიირთვით გემრიელად რესტორანში Kato Dool და დალიეთ ყავა ან ჩაი საუცხოოდ მორთულ კაფეში AnaKato. ის კარგი ადგილია ღამე დასარჩენადაც.

თუ გიყვართ ფოტოგრაფია და ინსტაგრამი, ეს სოფლები საოცრად მოგეწონებათ!