ერიკეირა ლისაბონიდან 45 წუთში მდებარე დასახლებაა. ამ პატარა სათევზაო საპორტო ქალაქში 7000-მდე მაცხოვრებელია და პორტუგალიის დედაქალაქის ხმაურისგან და ქაოსისგან მოწყვეტილი სერფინგის სამოთხეა. ერიკეირას საოცარი სანაპიროები ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება სერფინგით დასაკავებლად. ის გამორჩეულია ბუნების სილამაზითაც და პატარა საკულტო რესტორნებითაც.
შენი მეგზური ყველაფერს დაგიგეგმავთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
რას გააკეთებთ ერიკეირაში? მიირთმევთ ზღვის პროდუქტებს პორტუგალიის სანაპიროზე მდებარე თევზის რესტორნებში: Marisqueira. აქ მენიუს ტყუილად იკითხავთ, ის არ არსებობს. ყოველი დღის განსაკუთრებული კერძი შემოსასვლელშია გამოფენილი. ლოკაციის მიხედვით ჩვენ გირჩევთ Canastra-ს, საიდანაც მზის ჩასვლის საოცარი ხედები იშლება.
სცადეთ სერფინგი: ერიკეირას სანაპიროები იდეალურია პროფესიონალებისთვისაც და მათთვისაც, ვისაც სერფინგის სწავლა სურს. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა – Ribeira d’Ilhas. თუ თავად არ ცდით, უყურეთ სხვებს თვალისმომჭრელი კლდეებიდან.
გაატარეთ შუადღე ვენახში: ერიკეირაში ერთი მშვენიერი საოჯახო ფერმა მდებარეობს: Quinta de Sant’Ana. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინოები, მათ შორის ერინტო.
ეწვიეთ სინტრა-კაშკაისის ეროვნულ პარკს: ეს პარკი ერიკეირადან 1 საათის გზაზე მდებარეობს და პორტუგალიის ერთ-ერთი ბრწყინვალე საოცრებაა. მოინახულეთ პენას ფერადი სასახლე ზღაპრულ სინტრაში.
მიეფიცხეთ მზეს: ერიკეირა სავსეა სანაპიროებით. ოქროსფერი ქვიშა, ულამაზესი კლდეები, ფირუზისფერი ზღვა და სიმწვანე ერიკეირაში მოგზაურობას სამუდამოდ დაგამახსოვრებთ.