გიზას პირამიდების, მეფეთა ველის თუ ეგვიპტური მუზეუმის მიღმა, ეგვიპტე ულამაზესი სანაპიროების ბატონ-პატრონიცაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ ადგილია სკუბა დაივინგისა და სნორკელინგისთვის. წითელი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე რბილი ქვიშა, მზე, იდეალური წყალი და სისუფთავე დაგხვდებათ. ჩვენ ეგვიპტის საუკეთესო სანაპიროებს გირჩევთ:

1. ალმაზა

ეგვიპტის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქვეყნის გამორჩეული სანაპიროები მდებარეობს. მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესოა ალმაზას სანაპირო. ის საოცრად მშვიდი, გრძელი და ფართო ნაპირია. იდეალურია საცურაოდ და წყლის სპორტით დასაკავებლად, მაგალითად სერფინგით და კაიაკით. ის თითქოს სან-ტროპეს გლამურს იმეორებს. მისი კლუბები და ბარები ზაფხულობით საერთაშორისო დიჯეებს იზიდავს და აქ სანაპირო წვეულებები ეწყობა.

2. ლურჯი ლაგუნა, დაჰაბი

დაჰაბი ეგვიპტის ერთ-ერთი კურორტია, სადაც ვიზიტორები თითქოს რამდენიმე დღით ჩადიან მაგრამ შემდეგ ხშირად კვირეებიც კი რჩებიან. შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი ბუნების საოცრებები, დაკავდეთ დაივინგით და სნორკელინგით. მათ შორისაა ლეგენდარული ლურჯი ლაგუნა. კრისტალივით სუფთა წყალი და იისფერი მთები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.

3. ელ ალამეინი, ჩრდილოეთ სანაპირო

ელ ალამეინში თეთრი ქვიშის და სუფთა ფირუზისფერი წყლის გამო ჩადიან. აქ ბევრი კერძო სანაპირო და მდიდრული სასტუმროა. აქ დაკავდებით წყლის სპორტით, სპა პროცედურებით, ხელოვნური ლაგუნებით და ტენისის მოედნით. მაისიდან სექტემბრამდე პიკი სეზონის გამო, კლუბური საღამოებიც აქტიურია.

4. ნაამას სანაპირო, შარმ ელ შეიხი

მთებსა და წითელ ზღვას შორის მდებარე შარმ-ელ შეიხი ევროპელებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი მიმართულებაა ზამთარში. თეთრი ქვიშა, მშვიდი წყალი, კლდის რიფები, სანაპირო ბარები ნაამას ერთ-ერთ საუკეთესო ნაპირად აქცევს. შეუერთდით ნავის ტურებსაც ზღვაში გასასვლელად. საუკეთესო დრო აქ ვიზიტისთვის გაზაფხული ან შემოდგომაა.

5. ფიორდის სანაპირო, ტაბა

ეს ფოტოგენური ფიორდების სანაპირო სამი მხრიდან მთაგრეხილებითაა დაცული. ტაბას ტერიტორია გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დაივინგ მიმართულება. რიფი სახელად ფიორდ ბანანა კარგია დამწყებთათვის. დალაშქრეთ სანაპიროს გარშემო მთები, ადით ზამანის ციხესიმაგრეზე, რომელიც შუასაუკუნეების ციხის რეპლიკაა. აქ მდებარეობს ფარაონის კუნძულიც, სალაჰ ელ-დინის ციხესიმაგრით. სალადინი ეგვიპტის პირველი სულთანი იყო მე-12 საუკუნეში.

6. მაჰმიას კუნძული, ჰურგადა

ჰურგადას წითელი ზღვის კურორტი ტურისტებზე ორიენტირებულ ღირსშესანიშნაობებს აერთიანებს, მათ შორის ეგვიპტის საუკეთესო აკვარიუმს. მაგრამ სრული სიმშვიდის მოსაპოვებლად შორს წასვლა არ დაგჭირდებათ. ჰურგადადან ნავით 40 წუთის გზაზე გიფტუნის კუნძულები მდებარეობს, იდილიური მიმართულება ერთდღიანი მოგზაურობისთვის.

7. ალექსანდრიას კერძო სანაპიროები

ანტიკური ქალაქი ალექსანდრია ერთ დროს ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრების სახლი იყო. მათ შორის იყო ლეგენდარული პაროსის შუქურა და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკა. დღეს ვიზიტორებს შეუძლიათ შეისწავლონ ისტორია, მოინახულონ ოტომანური ეპოქის ქალაქი და შემდეგ, დაისვენონ ქვიშიან სანაპიროებზეც. ალექსანდრიას სანაპიროები ზაფხულში ძალიან დატვირთულია. მშვენიერი ადგილია მამურას სანაპირო; ასევე, სტენლის სანაპირო.