დოჰას საუკეთესო პირველი კადრი ზღვაზე ჩამავალი მზის ოქროსფერი ელფერი იქნებოდა. ჰაერი აქ თბილი, რბილი და თითქოს ოქროსია. შეიგრძნობთ თუ როგორ ჩაგჩურჩულებთ ქალაქი ყურში შემდეგ სიტყვებს: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში”.
დოჰა არამხოლოდ მიმართულება, არამედ გრძნობაა✨
ერთ მომენტში შუშის კოშკებს შორის დადიხართ, რომლებიც დასავლეთ ნაპირზე ცას ეხებიან და არაბეთის ყურეს სარკესავით აირეკლავენ🏙️, მეორე წუთას კი იკარგებით სუქ ვაქიფის ატმოსფეროში, სადაც საკმაზების სურნელება ჰაერში სასიამოვნოადაა გაფანტული. 🦅🌶️
დოჰა რომ გულის ცემა იყოს, ის სწორედ სუქ ვაქიფის (Souq Waqif) ექო იქნებოდა. კედლები ტრადიციულ კატარის სტილშია აგებული, თითქოს საუკუნეების ამბებს მყარად იკავებენ. ყოველ კუთხეში რაღაც ახალია: ხელნაკეთი კაშნე, მბრწყინავი ლამფა, ოქროს სამკაული თუ უცხო სანელებელი 🦅
ის არაა უბრალო ბაზრობა. ესაა ადგილი, რომელიც ტრადიციებით სუნთქავს. ესაა ადგილი, სადაც კი არ ვაჭრობ, არამედ გამოცდილებას იღებ. თუ გინდა გაუგო კატარს, მას აუცილებლად ეწვიე 💛
მახსოვს როგორ ვიჯექი კორნიშეზე, წყლის სიახლოვეს, ვუყურებდი ტრადიციულ ხის ნავებს, რომლებიც მშიდად ცურავდნენ ცათამბჯენების ფონზე. თითქოს ძველი სამყარო ახალს ხვდებოდა და ერთად შეხმატკბილებულად ცეკვავდნენ.🚤🌊
შემდეგ კი ვიხილე უდაბნო
უსაზღვრო, ჩუმი და ძლიერი🏜️
ოქროს დიუნებს შორის, როცა მზე ჰორიზონტისკენ მიიწევს, სრულიად ახლებურ სამყაროს წარმოიდგენთ. ცა ხან ვარდისფერია, ხან ნარინჯისფერი და ხანად მუქი იასამნისფერი. დრო ჩერდება, მაგრამ ჩემი გული – არა.
ღამით, დოჰა ბრწყინავს ✨
შენობები ციმციმებს, მდიდრული მანქანები წარსულის დიდებას გამოხატავენ, მაღალი ხედები თავს სამყაროს წვერზე გვაგრძნობინებენ. მაგრამ იცით რა არის აქ ყველაზე მომხიბვლელი? სტუმართმოყვარეობა, სითბო, იმის განცდა, რომ ყოველი “მარჰაბან!” ანუ სალამი, აქ გულწრფელია.
დოჰა კონტრასტია: ტრადიცია და ინოვაცია; სიმშვიდე და ენერგია; უდაბნო და ზღვა.
ესაა არაბული ყავის დალევა ფარნების შუქზე☕
ესაა ფეხშიშველი სიარული ბულვარში შუაღამისას 🌙
ესაა იმის გაანალიზება, რომ ზოგიერთი ადგილი უბრალოდ კი არ გვაოცებს, არამედ შთაგვაგონებს.
დოჰა, შენ ჩემი გულის ნაწილი მოიპარე💛











