დელფი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი აპოლოს საყდრითაა ცნობილი. ეს გასაოცარი არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს აპოლოს და ათენას საკურთხევლებს, ანტიკურ სტადიონს და თეატრს. დელფი პარნასუსის მთაზე მდებარე ქალაქია სამხრეთ საბერძნეთში.

1. გადაინაცვლეთ უკან დროში ანტიკურ დელფიში
სასიამოვნოა წარმოვიდგინოთ, რომ დელფის არქიტექტურული საგანძური დღეს ისეთივე სავსეა ხალხით, როგორც ეს ჩვ.წ.-მდე იყო. მისი დათვალიერება დაიწყეთ ათენა პრონაეას საკურთხევლით. მიირთვით გემრიელი ყავა დელფის რომელიმე კაფეტერიაში და გაისეირნეთ კორინთის ყურეში. აქ ოცამდე ანტიკური სკულპტურაა.

2. მიირთვით ნაკურთხი წყალი
ანტიკურ დელფიში სეირნობისას შეამჩნევთ წყაროს, სადაც პილიგრიმები ყოველთვის ჩერდებოდნენ ნაკურთხი წყლით დასალევად. “კასტალიური წყარო” დელფის წმინდა ადგილია. მომლოცველები ქვებში მდებარე პატარა აუზებშიც ჩადიოდნენ გასაწმენდად.

3. ჩაიძირეთ ადგილობრივ კულტურაში
საბერძნეთის კულტურის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მის კაფეებსა და ბარებში ადგილობრივი სოციალური ურთიერთობების გაცნობა. დელფის ერთ-ერთი უძველედი კაფეა: “კაფე აპოლონი” (Café Apollon). აქ მიირთმევთ გემრიელ ბერძნულ იოგურტს, ჩიზქეიქს და სახლში მომზადებულ ბაქლავას. გირჩევთ ასევე მელოპოლიოს (Melopolio Cafe). საუკეთესო თვეებია აპრილი, მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი.

4. მოინახულეთ დელფის არქეოლოგიური მუზეუმი
დელფის არქეოლოგიურ მუზეუმში გაერთიანებულია ანტიკური ბრინჯაოს მონუმენტები და შეუფასებელი საგანძური. მათ შორისაა აპოლოს ფიგურა.

5. აღმოაჩინეთ იუნესკოს სიაში შეყვანილი მონასტერი
მონი ოისოს ლუკას მონასტერი დიდ ველს გადაჰყურებს. ის გამოირჩევა გასაოცარი მარმარილოთი და მოზაიკებით, ასევე ბიზანტიური ფრესკებით.











