დანიას ბევრი ლამაზი და ისტორიული ქალაქი აქვს, რომლებიც წლის ნებისმიერ სეზონზე ღირს მონახულებად. იმის გამო, რომ ქვეყანაში სწრაფი და მოხერხებული ტრანსპორტის სისტემაა, აქ საქალაქთაშორისო მოგზაურობას ადვილად შეძლებთ. ბევრ დანიურ ქალაქს ცენტრალური უბანი საფეხმავლო აქვს, რაც საშალებას მოგცემთ ჩაიძიროთ ქალაქის ატმოსფეროში. შემოთავაზებულ ქალაქებში ყველა ტიპის მოგზაური იპოვნის თავის ინტერესებს:
1. კოპენჰაგენი
კოპენჰაგენი დანიის დედაქალაქია და გასაოცარ არქიტექტურას, მყუდრო კაფეებს და საინტერესო ისტორიულ ძეგლებს აერთიანებს. ქალაქის გრძელი ნავსადგური ორესუნდი დანიას შვედეთისგან ყოფს და წყალზე გასაოცარი ხედის წყალობით, კოპენჰაგენი აუცილებლად სანახავი მიმართულებაა რეგიონში. აქ ასევე ბევრი გასართობია, მათ შორის უფასო თავშესაქცევები.

2. აარჰუსი
ეს მომხიბვლელი ქალაქი დანიის მთავარ პორტს ემსახურება, ასე რომ აქ საუკეთესო ზღვის პროდუქტებს მიირთმევთ. მას დანიის დასავლეთ ნახევარკუნძულზე მიაგნებთ, კოპენჰაგენიდან სამ საათიანი დაშორებით. დანიის დედაქალაქიდან აარჰუსში ავტობუსი, ნავი ან თვითმფრინავი ჩაგიყვანთ. ღამის ცხოვრება და გამორჩეული არქიტექტურა ამ ქალაქს დამატებით ხიბლს სძენს.

3. აალბორგი
აალბორგს ძველი ქალაქის და წყნარი საუნივერსიტეტო ქალაქის შარმი აქვს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ფიორდები, რომლებიც იმ პერიოდიდანაა მოყოლებული, როცა ვიკინგები მართავდნენ ქვეყანას. მოინახულეთ აალბორგის ისტორიული მუზეუმი.

4 ესბჯერგი
ეს რეგიონის უდიდესი ქალაქია, რომელიც შოპინგ შესაძლებლობებს, გასართობ ადგილებს და გასაოცარ მუზეუმებს გვთავაზობს. აქედან ბორანით ფანოში გადახვალთ, ჩრდილოეთის ზღვის კუნძულზე, რომელიც ტურისტებს გრძელ, ქვიშიან სანაპიროებს სთავაზობს.

5 როსკილდი
როსკილდი პატარა ქალაქია, სადაც ვიკინგების დროინდელი ჭურჭელია აღმოჩენილი. ყოველწლიურად, როსკილდის ფესტივალზე 130 000 ვიზიტორი ჩამოდის მსოფლიოდან რათა მუსიკის და ხელოვნების ფესტივალით დატკბნენ. სხვა დროს კი ქალაქი ძალიან ჩუმია. უნიკალური გამოცდილებისთვის, ეწვიეთ ლეგენდების მიწას, სადაც ქვის ხანის და ვიკინგების ცხოვრების შესახებ ღია ცის ქვეშ მუზეუმია.

6. ოდენსი
დანიის სიდიდით მესამე ქალაქი კოპენჰაგენიდან სამხრეთით მდებარეობს და აქ ბევრი ღირსშესანიშნაობა იკრებს თავს: განსაკუთრებული ზოოპარკი თუ დიდი მუზეუმები – წლის ნებისმიერ პერიოდს სასიამოვნოდ გაგაყვანინებთ. თუმცა, ზაფხულში განსაკუთრებით, რადგანაც სანაპირო მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს ჰანს კრისტიან ანდერსენის სამშობლოა.

7. ელსინორე
“ჰამლეტის სახლად” ცნობილი ქალაქი დანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მე-15 საუკუნის კრონბორგის სასახლე შექსპირის ცნობილი პერსონაჟის, ჰამლეტის სასახლე იყო და დღეს ქალაქის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. მოინახულეთ ზღვის მუზეუმიც. აქ ასევე, არის დანიის დედოფლის საზაფხულო რეზიდენცია.











