საოცნებო ციხესიმაგრეები, სუფთა მთის ტბები, ლამაზი სოფლები – მოკლედ, ყველაფერი ზღაპრული! გერმანიაში რომანტიკას ძალიან ბევრგან შეხვდებით. ჩვენ საუკეთესო ვარიანტები შეგირჩიეთ.
განიტვირთეთ ობერსის ტბაზე
სამხრეთ გერმანიაში, ალპების სიახლოვეს ბევრი ლამაზი ტბაა. მათ შორის განსაკუთრებულია ობერსის ტბა ბერხტესგადენის ეროვნულ პარკში, ავსტრიის საზღვართან. იცურავეთ კრისტალურად სუფთა წყალში და მოიწყვეთ პიკნიკი.

ეწვიეთ ქალაქ კედლინბურგს
თუ ეგრმანიის საყვარელ ძველ ქალაქს ეძებთ, ამ დასახლებას უნდა მიაკითხოთ. ჰანოვერსა და ლაიფციგს შორის არსებული კედლინბურგი მე-14 საუკუნით თარიღდება. მიუხედავად სიძველისა, აგურის სახლებს ძველებური შარმი აქვთ შერჩენილი.

გაისეირნეთ მონჩაუში
ეიფელის რეგიონში, ბელგიის საზღვართან, პატარა საკურორტო ქალაქი მონჩაუ მდებარეობს და შთაბეჭდილებას გვიტოვებს თითქოს დროში გაიყინა. ესტუმრეთ აქ არსებულ ფანტასტიკურ კაფეებს და დააგემოვნეთ ადგილობრივი ტკბილეული.

შეუერთდით ციხესიმაგრეების ტურს
გერმანიაში ბევრი შთამბეჭდავი ციხესიმაგრეაა, მათ შორის ძველი რომანტიკული სასახლეები. ამ მხრივ, განსაკუთრებით ბავარია გამოგადგებათ. საუკეთესო გამოცდილებისთვის იქირავეთ მანქანა და წადით მანჰეიმიდან ჩეხეთის საზღვრამდე. მას “ციხესიმაგრეების გზას” უწოდებენ.

ეწვიეთ რომელიმე ქალაქის საშობაო ბაზრობას
თუ გერმანიაში მოგზაურობა ზამთრის პერიოდს ემთხვევა, რომელიმე საშობაო ბაზრობა აუცილებლად უნდა მოინახულოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელს ამოირჩევთ, ყველა მათგანი განუმეორებელია.

ესტუმრეთ კელნს ჰოჰენზოლერნის ხიდისთვის
კელნის ამ ცნობილ ხიდზე შეყვარებულები ბოქლომებს ტოვებენ და ნამდვილად სასიამოვნო ინსპირაციაა ცოცხალ სიყვარულზე. ხიდი მთავარი სადგურიდან 10 წუთის გზაზე მდებარეობს.

გაისეირნეთ ველოსიპედით მდინარე დანუბეზე
მდინარე დანუბეს საველოსიპედო ბილიკი 2900 კილომეტრზეა გაჭიმული – გერმანიიდან შავ ზღვამდე და ის 10 ქვეყანაში გადის. დაფარეთ მისი გარკვეული ნაწილი და სეირნობისას თვალწინ გერმანიის ბუნება გადაგეშლებათ.

გაემგზავრეთ პოლონეთის საზღვართან და იხილეთ მაგიური ხიდი
ეს სუპერ-რომანტიკული ადგილი სოფელშია დამალული, ქალაქ გორლითზის სიახლოვეს. აქ მოსვლა ამ ჯადოსნური ხიდის ხილვისთვის ნამდვილად ღირს. რაკოთზის ხიდი მშვიდ, კარგ ამინდში უნდა მოინახულოთ. აქვეა როდოდენდრონის პარკი.











