ქემერი

სანაპიროების სისუფთავით, მომსახურების მაღალი დონისა და აქ მდებარე ლამაზი ბუნების მიხედვით, ქემერი ტურისტების ყველაზე მაღალ შეფასებებს იღებს. აქ არც თუ ისე ბევრი ღირსშესანიშნაობაა, ამიტომ გირჩევთ მხოლოდ სასტუმროზე იყოთ ორიენტირებული, სადაც არ მოიწყენთ დასვენების დროს.

აქ მდებარე უმრავლესი სასტუმრო პირველ ზოლში მდებარეობს – სადაც შეგიძლიათ ყოველ დილით თქვენი ნომრის ფანჯრებიდან დატკბეთ ზღვაში მოცურავე გემებით. სანაპიროები აქ მსხვილ კენჭიანია, ამიტომ ბავშვებთან და ოჯახთან დასვენების შემთხვევაში, გირჩევთ აირჩიოთ ტეკიროვას რაიონი, სანაპიროები პატარა კენჭებით.

ქემერიდან შეგიძლიათ გაემგზავროთ ექსკურსიაზე საპორტო ქალაქ ფაზელისში, რომელიც ფართოდ არის მოცული წიწვოვანი მცენარეებით.

 

ალანია

ალანია დასვენებისათვის ყველაზე ბიუჯეტური ქალაქია და ყველაზე ახალგაზრდული ანტალიის სანაპიროზე. ლამაზი პორტი და გრძელი სანაპირო, მრავალი იახტა და ულამაზესი მთები. აქ იშვიათად შეხვდებით ოჯახებს ბავშვებით, უმრავლესობა ახალგაზრდა ტურისტები არიან, რომლებიც მიილტვიან აქტიური დასვენებისაკენ.

ალანია – ქვიშის სანაპიროები და ლამაზი ყურეებია, გამოქვაბულები და ძველი კოშკებია, რომლებიც ეფექტურად ნათდება ღამის საათებში. დასვენების დღეებში მუშაობს ბაზარი, რომელიც სთავაზობს ტურისტებს მრავალფეროვანი ადგილობრივი ხილის და სუნელების არჩევანს.

თუ სუფთა სანაპიროზე გსურთ დასვენება, გირჩევთ ალანიის გარეუბნისკენ დაჯავშნოთ სასტუმრო.

სიდე

ეს უძველესი ქალაქი-პორტი ძალიან პატარაა, მაგრამ სეზონზე საკმაოდ აქტიურია. სიდე ხასიათდება საპორტო ცხოვრების რომანტიული ატმოსფერით და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების მაქსიმალური რაოდენობით, რითიც განსხვავდება სხვა საკურორტო ქალაქებისაგან.

აქ ორი სანაპიროა – ის, რომელიც დასავლეთისკენ მდებარეობს, უფრო კომფორტული და ქვიშიანია, ზღვა კი არ არის ღრმა. აქ მდებარე თითქმის ყველა სასტუმროს პირდაპირი შესასვლელი აქვს სნაპაიროზე, რომელიც არ გადაკვეთს ქუჩას, თურქეთის სხვა კურორტებისგან განსხვავებით.

საღამოობით სასტუმროს გარეთ ქალაქი მშვიდია და შესაძლოა მოსაწყენიც იყოს.

ბელეკი

ბელეკი პრესტიჟული კურორტია მდიდარი ფლორითა და ფაუნით და უდიდესი გოლფ-ცენტრით. ბელეკის სანაპიროები უმრავლესწილად ქვიშიანია, ზღვაც სუფთაა. ქალაქში საკმაოდ ბევრი დიდი სასტუმრო მდებარეობს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და უფრო ძვირია ზემოთაღნიშნულ კურორტებზე.

ანტალია

ანტალია ფაქტობრივად თურქეთის ტურისტული დედაქალაქია და ქვეყნის ყველაზე თბილი კურორტი, რომელიც ულამაზეს ყურეში მდებარეობს. ანტალია ნაკლებად ხასიათდება საზღვაო დასვენებით, საკმაოდ ხმაურიანია, მაგრამ ახალგაზრდული, კარგი შოპინგით და გართობის შესაძლებლობებით. ტურისტების დიდი ნაკადის გამო სანაპიროები არც ისე სუფთაა, უმეტესად კი ზღვაში ჩასასვლელი ბეტონის პლატფორმიდან არის შესაძლებელი.