ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი პატარა ქვეყანა – სლოვენია ულამაზეს ბუნებას წარმოგვიდგენს. აქ მთები, ადრიატიკის ზღვის სანაპირო, მდინარეები, ტბები და მყუდრო სოფლებია. აქ მოგზაურებს უცბად შეუძლიათ გაისეირნონ ალპებში, კაიაკით შეცურონ სარკისებრ წყლებში, დააგემოვნონ ღვინო გამორჩეულ მარნებში და ისიამოვნონ ზღვის სანაპიროთი. ჩვენ ამ ქვეყნის 8 საუკეთესო ადგილს წარმოგიდგენთ.

იხილეთ ლუბლიანას შთამბეჭდავი არქიტექტურა

ლუბლიანა აქტიური ცხოვრების მოყვარულთა ქალაქია, ალტერნატიული კულტურით, ეკლექტური რესტორნებით, მუზეუმებით და კაფეებით. აქ ყველა მოედანს, თავისი საკულტო არქიტექტურით, ამბავი აქვს მოსაყოლი. დაიწყეთ სლოვენიის აღმოჩენა მისი ყველაზე დიდი ქალაქით. პირველ რიგში, იხილეთ ლუბლიანას ზღაპრული სასახლე, რომელიც მე-16 საუკუნეში აშენდა. შემდეგ გაიარეთ ძველ ქალაქში, შედით წმ. ნიკოლასის კათედრალში, დაატკბით ეროვნული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით და მოინახულეთ ხიდები.

გაეცანით ისტორიას მარიბორში

სლოვენიას სიდიდით რიგით მეორე ქალაქი, ქვეყნის ღვინის რეგიონში მდებარეობს და დახვეწილი სამზარეულოთიც გამოირჩევა. აქ მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანიც მდებარეობს. ამასთან, რადგან ის მდინარე დრავაზეა გაშენებული, სათავგადასავლო აქტივობების მოყვარულთა ჰაბს წარმოადგენს. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ ლაშქრობით, რაფტინგით და ველოსიპედით. მარიბორი დიდი ისტორიით გამოირჩევა. ის შუა საუკუნეებით თარიღდება. მოინახულეთ რეგიონული მუზეუმი, მე-12 საუკუნის სასახლე, მერია და მთავარი მოედანი.

დაგეგმეთ გარე აქტივობა ბოვეჩში

ტრიგლავის ეროვნულ პარკთან, ალპებსა და მდინარე სოჩას შორის, სლოვენიის კიდევ ერთი გასაოცარი ადგილი მდებარეობს. მოინახულეთ სლოვენიის უმაღლესი ბოკას ჩანჩქერი და კლუზეს ციხესიმაგრე.

მოიწყვეთ რომანტიკული დასვენება ბლედის ტბაზე

ბლედის ტბის სახელი შესაძლოა არ გეცნობათ, მაგრამ ის აუცილებლად გინახავთ ინტერნეტში ერთხელ მაინც. ამ ულამაზეს ტბაზე კომპაქტური და გასაოცარი კუნძული მდებარეობს – ბევრი ფოტოგრაფის შთაგონება. სლოვენიის საკულტო ძეგლი ამ ქვეყნის შესახებ დაწერილი და გამოცემული ბევრი მასალის მთავარი სახეა. ეს მაგიური ადგილი აუცილებლად ღირს მონახულებად. ბლედის კუნძულამდე ნავით მიხვალთ, იქ ძველი, ბაროკოს ტაძარი დაგხვდებათ.

გამოსცადეთ ადგილობრივი კულტურა ბოჰინჯის ტბაზე

სლოვენიის ყველა მოსანახულებელი ადგილი უნიკალურობით გამოირჩევა. ბოჰინჯის ტბა ქვეყნის უდიდესი ბუნებრივი ტბაა, სადაც ავთენტური ლანდშაფტი, სამზარეულო და ისტორიაა. აქ შეიძენთ სუვენირებს, ადგილობრივი წარმოების ყველს, თაფლს, ჯემს, ლუდს და ჯინს. თუ იქამდე ან აქედან მატარებელს გაყვებით, დაუვიწყარი მოგზაურობა მოგელით – ალპური გვირაბებით.

მიეფიცხეთ მზეს პირანში

პირანი ბრწყინვალე ადგილია ადრიატიკის ზღვით დასატკბობად და ქვეყნის უნიკალური 47 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის შესათვალიერებლად. ქალაქი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, მაშინ, როცა ვენეციური იმპერიის ნაწილი იყო. იხილეთ პანორამული ხედები პირანის საათის კოშკიდან, რომელზე ასასვლელადაც 147 კიბის საფეხურის ავლაა საჭირო. შედეგად, ერთდროულად სამ ქვეყანას შეავლებთ თვალს.

დაიკმაყოფილეთ ეზოთერული ინტერესი კარსტის რესგიონში

ეს კომპაქტური არეალი ცნობილია პროშუტოთი, ყველით და ღვინით. გამორჩეულია Čotar-ის ვენახები ქალაქ კომენში. აუცილებლად მოინახულეთ იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლი – Škocjan-ის გამოქვაბული, რომელიც სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით სავსე ოთახებს მოიცავს.

დალიეთ ღვინო გორისკა ბრდაში

იტალიის საზღვართან მდებარე Goriska Brda სლოვენიის მთავარი ღვინის მიმართულებაა. აქ რამდენიმე მთის რელიეფის მქონე სოფელია, გარშემორტყმული ვენახებით. იმისათვის, რომ სლოვენიელების ღვინის დამზადების სიყვარული შეიგრძნოთ, აქ ერთი ჭიქა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. სოფელ დობროვოში და ჩეგლოში ღვინის ტურებს შემოგთავაზებენ. დააგემოვნეთ რებულა, რეგიონის თეთრი სახეობა.