კვიპროსი ხმელთაშუაზღვის მარგალიტია. აქ არ უნდა დაგეგმოთ მოგზაურობა ისე, რომ არ მოინახულოთ ლარნაკა – ეს ქალაქი ანტიკურ ნანგრევებზეა აგებული და დაუვიწყარი დროის გატარებას გპირდებათ. დამსვენებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ ძველი შენობები, დაკავდნენ გარე აქტივობებით, ლაშქრობით და წყლის სპორტით.

დაისვენეთ კასტელას სანაპიროზე

კასტელას სანაპირო ორ პოპულარულ სანაპიროს შორისაა მოქცეული და უფრო წყნარია, ვიდრე მისი მეზობლები. აქ ქვიშა ოქროსფერია, წყალი ცისფერი, მშვიდი და სუფთა. თუ მოგშივდებათ, აქვეა ტავერნებიც.

Kastella Beach

დააკვირდით ველურ ბუნებას ლარნაკას მარილიან ტბაზე

ეს ტბა კვიპროსზე სიდიდით რიგით მეორე ტბაა. ის იზიდავს მიგრირებულ ჩიტებს და ფლამინგოებს, რომლებიც წყალს ვარდისფერ შეფერილობას აძლევენ, განსაკუთრებით ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. თუმცა, ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ დატკბეთ ტბის გარშემო არსებული 4 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკით. ის ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.

Larnaca Salt Lake

სკუბა დაივინგი ზენობიაზე

ზენობია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, სადაც სკუბა დაივინგით დაკავდებით. მოგზაურობა ჩაძირული ბორნიდან იწყება და ღრმად გრძელდება. ხედვის არე 55 მეტრ სიღრმეზე ვრცელდება. აქ იხილავთ ბარაკუდას, თინუსს, კუებს და ულამაზესი შეფერილობის თევზებს.

MS Zenobia wreck

მიირთვით სუვლაკი

კვიპროსზე მოგზაურობა ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ ახლად დამზადებულ სუვლაკის არ მიირთმევთ. აქ ამ ბერძნული კერძის ტრადიციულ ვერსიას დააგემოვნებთ კვიპროსული გადაწყვეტით. ესტუმრეთ სუვლაკის რესტორანს.

გაისეირნეთ ნავით

კვიპროსზე მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ნავის ტურებით. უყურეთ მზის ჩასვლას აქედან შამპანიურის ჭიქით ხელში. თან წაიღეთ საცურაო კოსტიუმი და მოინახულეთ ისეთი ადგილები, რომელთა ნახვაც მხოლოდ ნავზეა შესაძლებელი.

გადმოიხედეთ სტავროვოუნის მონატრიდან

ეს მონასტერი მეოთხე საუკუნით თარიღდება და ის წმ. ელენამ აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, ქალებს ეკლესიაში არ უშვებენ, თუმცა აქედან გადმოხედვა ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ.

Stavrovouni Monastery

გამოიკვლიეთ შუასაუკუნოვანი ლარნაკას ციხესიმაგრე

ლარნაკას ციხესიმაგრე შუა საუკუნეებში, ოტომანების მმართველობის დროს აშენდა. ამის შემდეგ, ბრიტანელებმა ის ციხედ აქციეს. დღეს აქ პატარა მუზეუმია, სადაც ამ ადგილის ისტორიას უფრო დაწვრილებით შეიტყობთ.

Medieval Castle of Larnaka

მოინახულეთ კიკოს მონასტერი

კიკოს მონასტერი ანტიკურ გამოფენებს აერთიანებს. აქ დაგხვდებათ მუზეუმი, სადაც პრე-ქრისტიანულ მანუსკრიპტებს იხილავთ. შეგიძლიათ სეირნობის ბოლოს მიირთვათ ღვინო. ხანდახან აქ რელიგიური შინაარსის გამოფენებიც ეწყობა.

Kykkos Monastery

გაირუჯეთ ნისის სანაპიროზე

500 მეტრი ნაპირი თეთრი ქვიშით და გამჭვირვალე წყლით, წყლის სპორტისთვისაც მშვენიერი ადგილია. ნისს „ცისფერი დროშის“ აღიარება აქვს მოპოვებული.

Nissi Beach

აფროდიტას პეტრა ტუ რომიუ

ბერძენი სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი ვიზიტორებს უხილავი შარმით იზიდავს. ადამიანებს მოსწონთ აქ ცურაობა და ზოგიერთ მათგანს სჯერა კიდეც რომ საკუთარ ახალგაზრდობას ახლიდან იძენენ. აფროდიტას დეფორმირებული ქვა მშვენიერი ადგილია კვიპროსის სილამაზით დასატკბობად.

Aphrodite’s Rock- Petra tou Romiou

მეფეთა სამარხები

ეს მემკვიდრეობის ძეგლი მიწისქვეშა მონუმენტია, რომელიც ჩვ. წ-მდე მე-4 საუკუნით თარიღდება. სახელის მიხედვით, იფიქრებთ, რომ აქ მეფეები და სამეფო ოჯახები იყვნენ დაკრძალულნი, სინამდვილეში ხალხის სამსახურში მყოფი პროფესიების მქონე ადამიანები. სახელი სამარხს სიდიდის გამო ეწოდა. დღეს შეგიძლიათ უძველესი ქვის ფორმაციების საოცარი ნამუშევრით დატკბეთ.

Tombs of the Kings, Paphos harbour

აიოს ლაზარესი, წმ. ლაზარეს ეკლესია

კვიპროსის არქიტექტურა ისტორიის მატარებელია. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ანტიკური შენობა წმ. ლაზარეს ორთოდოქსული ეკლესიაა. ინტერიერი ბიზანტიური სტილითაა გაფორმებული. აქ ასევე ბიზანტიური მუზეუმია.

The Church of Saint Lazarus

კატო პაფოს არქეოლოგიური პარკი

ეს პარკი ანტიკური ბერძნული და რომაული სოციალურ-კულტურული ცხოვრების ამოძახილია. აქ აღმოაჩენთ უძველეს ვილებს მოზაიკის იატაკით.

Kato Paphos Archaeological Park

პაფოს ციხესიმაგრე

ზღვაზე გადმომდგარი პაფოსი ერთ დროს ნავსადგურს იცავდა. დღეს, ის ამაყად დგას და ღონისძიებებსა და ფესტივალებს ხშირად მასპინძლობს. ციხესიმაგრე იმ სიძლიერის ბრწყინვალე რეპრეზენტაციაა, რომელიც კვიპროსს ერთ დროს გააჩნდა.

Paphos Castle

კოლოსის ციხესიმაგრე

კოლოსმა კვიპროსის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, გარშემო არსებული შაქრის ლერწმების პლანტაციებით. დღეს ციხესიმაგრეს ცოფლები და ვენახები არტყავს გარს. შეგიძლიათ ეწვიოთ რომელიმე სოფელს და ტრადიციული კომანდარია დააგემოვნოთ – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინო.

Kolossi Castle

კვიპროსის მუზეუმი

კვიპროსის ცივილიზაციის შესასწავლად, ამ მუზეუმს უნდა მიაკითხოთ. თქვენ აქ არამხოლოდ კუნძულის ისტორიას გაეცნობით, არამედ მის როლს სხვადასხვა პერიოდში. მუზეუმში დაცულია უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები.

Cyprus Museum

კვიპროსის ავტო-მუზეუმი

მანქანების მოყვარულთათვის ეს მუზეუმი აუცილებლად სანახავ ადგილებს შორისაა. აქ მანქანების დიდ კოლექციას იხილავთ. უძველესი მოდელი 1912 წლით თარიღდება. გახადეთ თქვენი მოგზაურობა უფრო დასამახსოვრებელი – იქირავეთ რომელიმე ძველი მოდელი მძღოლით და გადაიღეთ ფოტოები.

Cyprus Historic & Classic Motor Museum

ჩაძირული გემის მუზეუმი

საბერძნეთის კლასიკური ეპოქიდან შემორჩენილი ერთადერთი გემი, წარმოდგენას შეგიქმნით იმ დროის მეზღვაურების ცხოვრების შესახებ. ამ ადგილას კიდევ ბევრ საინტერესო მემკვიდრეობას იხილავთ. დათვალიერების შემდეგ, დატკბით ახალი თევზის კერძებით.

The Shipwreck Museum

სანაპირო Coral Bay

Coral Bay კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანაპიროა, სადაც კვიპროსის მზით ტკბობას შეძლებთ. კვების ობიექტები და ბარები აქ სტრატეგიულად არიან განთავსებულნი.

ოლეასტროს ზეთისხილის პარკი და მუზეუმი

ზეთისხილის პარკი ფოტოგენურ სოფელ ანოგირაში მდებარეობს. აქ ადგილობრივებთან სასიამოვნო დროს გაატარებთ და აქაურ კულტურას უკეთ გაიცნობთ. მუზეუმის ზეთისხილის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

Oleastro Olive Park and Museum

კვიპროსის მოტოციკლეტების მუზეუმი

ქალაქ ნიქოსიაში, კლასიკური მოტოციკლეტების მუზეუმი 20 წლის წინ გაიხსნა. დღეს აქ 150-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის მოტოციკლეტს იხილავთ. უძველესი მათგანი 1914 წლით თარიღდება. აქ იხილავთ სამხედრო მოტოციკლეტებსაც, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ.