ტოკიო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლისია, რომელიც 23 სპეციალურ რაიონს მოიცავს. თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი და უნიკალური ატმოსფერო აქვს, შიმო-კიტაძავას მყუდრო უბნებიდან შინჯუკუს ნეონებით განათებულ ქუჩებამდე. ქალაქის სრულად აღმოსაჩენად ერთი სიცოცხლეც კი არ კმარა, თუმცა ეს 3-დღიანი მარშრუტი დაგეხმარებათ, მოინახულოთ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობები, აღმოაჩინოთ საინტერესო ადგილები და ადგილობრივების საყვარელი კუთხეებიც გაიცნოთ.
დღე 1: ტოკიოს ტრადიციები და შიბუიას ღამის ცხოვრება
დილა: დღე დაიწყეთ ტრადიციულ იაპონურ კაფეში საუზმით, სადაც იაპონურ ტოსტს, კვერცხსა და ყავას დააგემოვნებთ.
დღის განმავლობაში: გაისეირნეთ ასაკუსას უბანში და მოინახულეთ სენსო-ჯის ცნობილი ბუდისტური ტაძარი. შემდეგ მდინარე სუმიდას გასწვრივ კაპაბაშის ქუჩისკენ გაემართეთ, რომელიც სამზარეულოს ნივთებითა და იაპონური დანებითაა ცნობილი. გზად ტოკიოს კოშკის ულამაზესი ხედებითაც დატკბები.
საღამო: ვახშმისთვის შინჯუკუში მდებარე იაპონურ ბარში დააგემოვნეთ გიოზა და სხვა ადგილობრივი კერძები.
ღამე: აღმოაჩინეთ შინჯუკუს ღამის ცხოვრება და გაისეირნე “Golden Gai“-სა და სხვა ვიწრო გასართობ ქუჩებში, სადაც პატარა ბარები და უნიკალური ატმოსფერო დაგხვდებათ.


დღე 2: ხელოვნება, ცოცხალი მუსიკა და კარაოკე
დილა: დღე დაიწყეთ იაპონური მსუბუქი საუზმით. სცადეთ ბრინჯის ბურთულები (ონიგირი) და გამაგრილებელი სასმელი Ukon no Chikara.
დღის განმავლობაში: ეწვიეთ teamLab-ის ციფრული ხელოვნების გამოფენას, სადაც ინტერაქტიული განათებები, სარკეები და შთამბეჭდავი ვიზუალური ინსტალაციები დაუვიწყარ გამოცდილებას შეგიქმნის. წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია.
საღამო: ივახშმე როპონგიში მდებარე Gonpachi-ში, რომლის ინტერიერმაც „მოკალი ბილის“ ცნობილი ბრძოლის სცენის დეკორაცია შთააგონა. აქ იაპონურ სუშისა და ტემპურას დააგემოვნებთ.
ღამე: ცოცხალი მუსიკის მოსასმენად ეწვიეთ შიმო-კიტაძავას ბარებს, ხოლო კლუბური გართობისთვის: შინჯუკუს ან შიბუიას. საღამო შეგიძლიათ ტოკიოს ღამის ხედებით, კოქტეილებითა და კარაოკეთი დაასრულოთ.


დღე 3: შოპინგი, სეირნობა და მუსიკალური ბარები
დილა: დღე დაიწყეთ ტომიგაიას უბანში, მყუდრო ყავის მაღაზიაში, სადაც მატჩას ლატეს ან ესპრესოს ტონიკს დააგემოვნებ.
დღის განმავლობაში: დაისვენეთ იოიოგის პარკში და მოაწყვე პატარა პიკნიკი იაპონური ტკბილეულით. შემდეგ გაისეირნე ომოტესანდოს გამზირზე, რომელიც დიზაინერული მაღაზიებითა და გამორჩეული არქიტექტურითაა ცნობილი. სურვილის შემთხვევაში, ეწვიეთ მხატვარ ტარო ოკამოტოს ყოფილ სტუდიას, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული.
საღამო: შოპინგისა და ვახშმისთვის გაემართეთ შიბუიას PARCO-ს სავაჭრო ცენტრში, სადაც იაპონური ბრენდების მაღაზიებს, Pokémon-ისა და Nintendo-ს სივრცეებს და მრავალფეროვან რესტორნებს აღმოაჩენთ.
ღამე: ტოკიოში ბოლო საღამო გაატარეთ პატარა მუსიკალურ ბარში: JBS-ში ჯაზის, ბლუზისა და სოულის მოსასმენად ან Bloody Angle-ში, ნეონის განათებებით გამორჩეული ატმოსფეროსთვის.












